ბრიტანეთის განათლების ახალმა მინისტრმა დაუნინგ-სტრიტზე შეკრებილებს შუა თითი აჩვენა

განათლების ახლად დანიშნულმა მინისტრმა ანდრეა ჯენკინსმა დაუნინგ სტრიტის 10 ნომერთან შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც ბორის ჯონსონს ემშვიდობებოდნენ, შუა თითი აჩვენა.

ამის შესახებ The guardian წერს. გამოცემა მინისტრის მიერ “ტვიტერში” გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ანდრეა ჯენკინსმა ბოდიშის მოხდაზე უარი თქვა, თუმცა აღნიშნა, რომ მას „მეტი სიმშვიდე“ უნდა გამოეჩინა.

აქციები დაუნინგ სტრიტთან მას შემდეგ იმართება, რაც პრემიერმინისტრმა  ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

დიდი ბრიტანეთის მოქმედმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ამ თანამდებობაზე ახალი ლიდერის დანიშვნამდე დარჩება. გაურკვეველია ის, მისცემს თუ არა ჯონსონს მისი პარტია ამდენი ხნით დარჩენის საშუალებას.

ასევე იხილეთ