“ლევან რატიანს ვთხოვე დახმარება, არ მინდოდა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები დამწყებოდა, მე ცოტა სხვა შიშები მაქვს”

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის სე­ზო­ნის ბოლო გა­და­ცე­მა ეთერ­ში აღარ გა­სუ­ლა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ჟურ­ნა­ლისტს კო­ვი­დი ჰქონ­და, თა­ნაც არც თუ მარ­ტი­ვად. ჟურ­ნა­ლისტს “პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო“ კლი­ნი­კა­ში მო­უ­წია და­წო­ლა, რად­გან რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი და­წყე­ბო­და…

“ივ­ნი­სის ბო­ლოს კო­ვი­დი შემ­ხვდა, სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღეს ვირუ­სით შევ­ხვდი. მინ­და გი­თხრათ, რომ საკ­მა­ოდ რთუ­ლად და აგ­რე­სი­უ­ლად და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი. თით­ქოს ყვე­ლა მო­დუნ­და და მეც შე­მეძ­ლო და ჩემი თა­ვის­თვის მი­მე­ცა უფ­ლე­ბა, პირ­ბა­დის გა­რე­შე მევ­ლო. ეს მა­ინც იშ­ვი­ა­თად ხდე­ბო­და, რად­გან ძი­რი­თა­დად პირ­ბა­დით დავ­დი­ო­დი.

თა­ვის ტკი­ვი­ლით და­მე­წყო, შემ­დეგ 39 მომ­ცა სი­ცხე. ლე­ვან რა­ტი­ანს ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბა, არ მინ­დო­და, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი დამ­წყე­ბო­და, მე ცოტა სხვა ში­შე­ბი მაქვს. პირ­ველ დღეს გა­დას­ხმე­ბი გა­მი­კე­თა და მე­ო­რე დღეს უკეთ ვი­ყა­ვი. ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დავ­რჩი და მა­ინც ვერ ავ­ცდი. პირ­ბა­დით სი­ა­რულს გირ­ჩევთ ყვე­ლას.

რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ნუ­კას ფონდს, ვერ გპა­სუ­ხობთ მე­ი­ლებ­ზე და შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ზე, ამის გამო ბო­დიშს გიხ­დით. ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ­და, უხელ­ფა­სო­ბის გამო, სამ­სა­ხუ­რი­დან წა­ვი­და და სექ­ტემ­ბრამ­დე ვერ ვა­ხერ­ხებთ შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის წა­კი­თხვას. სექ­ტემ­ბრი­დან სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ე­ბით და­გიბ­რუნ­დე­ბით…” – გა­ნა­ცხა­და მან “ფე­ის­ბუ­ქის” პირ­და­პი­რი ეთე­რით.
მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნა­ნუ­კა კი­დევ ერთხელ ჩა­ერ­თო ეთერ­ში. მისი თქმით, ბევ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნეს, სწერ­დნენ, რომ ხალ­ხს სტრე­სავ­და და რე­ა­ლუ­რად კო­ვი­დი არ არ­სე­ბობ­და.

“მე­უბ­ნე­ბით, ნა­ნუ­კა, ნუ სტრე­სავ ხალ­ხს, კო­ვი­დი არ არ­სე­ბობს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამი­სი პრო­პა­გან­და. ყო­ველ­თვის ვამ­ტყუ­ნებ­დი იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც თა­ვის გვერ­დებს უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის კე­ტავ­დნენ და გუ­შინ მივ­ხვდი, რომ ჩემ გვერდს, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მომ­წე­რი ჰყავს, პრო­პა­გან­დის­თვის იყე­ნებთ.

რას ნიშ­ნავს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პია, გრი­პი რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს ხო­ცავს? – ჩემ­თვი­საც უც­ნა­უ­რია, რომ კო­ვი­დი სა­დღაც გაქ­რა და ახლა ისევ ძვე­ლე­ბუ­რად იფეთ­ქა. მაგ­რამ ზა­ფხუ­ლია, ბევ­რი შეკ­რე­ბე­ბია და ეს არ არის უც­ნა­უ­რი.

ლა­ი­ვი იმი­ტომ ჩავ­რთე, რომ მა­ყუ­რებ­ლებს ვერ და­ვემ­შვი­დო­ბე, ჩემი კო­ვი­დის გამო ბოლო გა­და­ცე­მა ეთერ­ში არ ყო­ფი­ლა. მე­ო­რეც – ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვუ­ზი­ა­რე მა­ყუ­რებ­ლებს. ლე­ვან რა­ტი­ანს კი­დევ ერთხელ სა­ჯა­როდ მო­ვუხ­დი მად­ლო­ბას, მის ყვე­ლა თა­ნაშ­რო­მელს, რად­გან ძა­ლი­ან მალე მოხ­და ამ პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრა, რად­გან სხვა პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც მე შე­იძ­ლე­ბო­და დამ­წყე­ბო­და, ინ­სუ­ლინ­რე­ზის­ტენ­ტუ­ლი ვარ, შორს აღარ წა­ვი­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აგ­რე­სი­უ­ლად და­ი­წყო და პირ­ვე­ლი დღე რთუ­ლი მქონ­და, გარ­და საყ­ვა­რე­ლი ლე­ვან რა­ტი­ა­ნი­სა, მგო­ნია, რომ ორ­ჯერ ფა­ი­ზე­რით რომ ვი­ყა­ვი აც­რი­ლი, ესეც და­მეხ­მა­რა”, – გა­ნა­ცხა­და ჟორ­ჟო­ლი­ან­მა

ასევე იხილეთ