“გადაღებაზე წასული, ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი“

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა, ნინუცა როსტიაშვილმა სოციალურ ქსელში ხელის თხოვნის რომანტიკული ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა ჟურნალისტს ხელი მისმა რჩეულმა, დაჩი დოლიძემ, მესტიაში, რომანტიკულ გარემოში სთხოვა.

„10.07.2022.

And i said yes…

ჩვენს სამწლიან ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩაიწერა…
სრულიად მოულოდნელად ჩემს გონებაში გადაღებაზე წასული, ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი.

ჩემმა მარიამმა ყველაფერი ისე კარგად მომატყუა და ერთი გადაღებიდან, მეორე გადაღებაზე ჩართვის ჩასაწერად საღამოს 23:00 საათზე ისე გამიშვა, რომ ანთებულ სანთლებსაც არ დავუეჭვებივარ, სინამდვილეში რა ხდებოდა. მის უკან ჩემი ძალიან ძვირფასი „დილა მშვიდობისა საქართველოს” გუნდი იდგა, მიყვარხართ ძალიან…

და რა თქმა უნდა, ამბის მთავარი მონაწილეები, ანა-მარია ზოიძე და ლექსო შენგელია, რომლებმაც უამრავი კილომეტრი ჩვენ გამო გამოიარეს და ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც მე მომეწონებოდა…

ეს დღეც შედგა. იმ ადგილას, სადაც თავს ყველაზე თავისუფლად და ბედნიერად ვგრძნობ!..

To be continued დაჩი დოლიძე“, – წერს ნინუცა ფეისბუქზე.

 

„გადაღებაზე წასული, ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ნინუცა როსტიაშვილი

 

 

შეიძლება იყოს ძვირფასეულობა და ვარდი-(ი)ს გამოსახულება

 

No description available.

ასევე იხილეთ