“ასე არაფერი მტკენია, ეს არასოდეს არ გაივლის”

მსახიობი გოგა ბარბაქაძე კოლეგისა და მეგობრის, ნიკა ქაცარიძის შესახებ საუბრობს. როგორც მსახიობმა გადაცემაში “სხვა კითხვები” განაცხადა, ნიკა ქაცარიძე მისი უახლოესი მეგობარი იყო.

ჩემი უახლოესი ადამიანი დავკარგე, ნიკა ქაცარიძე, 24 საათი ერთად ვიყავით, ასე არაფერი მტკენია, ეს არასოდეს არ გაივლის. ახლაც რომ შევდივარ საგრიმიოროში, გვერდით ოთახში იყო და სულ შუქი ანათებდა, ვხვდებოდი იქ როცა ნიკა იყო, ახლაც სულ იქ ვიხედები, თუმცა იქ ახლა სულ ბნელა. რატომ მოხდა ეს, დღემდე ვერ ამოვხსენი“,- აცხადებს გოგა ბარბაქაძე.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 5 იანვარს ნიკა ქაცარიძე 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 2 შვილი დარჩა.

ასევე იხილეთ