“ნეტარებისგან თვალებს რომ მინაბავთ თქვენს სინდისს ჩუმად მაინც უთხარით-#თავისუფლებამიშას“

ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ტელევიზორიდან მესმის ხმა-“სულ მინდოდა საერთაშორისო ფესტივალის გაკეთება, ავსტრიელი დირექტორი მყავდა ჩამოყვანილი და ბათუმში იმდენი ადგილი მოეწონა, ეს რამხელა პოტენციალი გქონიათო..”@თამარ ივერი..მერე მოყვა ყოველი ჩვენი თანამოქალაქისთვის სასიამოვნო ფესტივალის(რომლისთვისაც “ბათუმური რაფსოდია” უწოდებია) ჟიურის წევრების რეგალიებს და სიამაყით აღვივსე.
მაგრამ…მაგრამ,ჩემ საქმეში გართულს,ყური მომჭრა ტიტულოვანი უცხოელი ექსპერტების შეფასებამ-“ეს რამდენი სივრცე გქონიათ”…
ბატონო?!.. 🙂
გვქონია, ჰო,სულ თვითნაბადი სივრცეებია თანამედროვე ფესტივალებისთვის 🙂 ნეტა, ან ფესტივალი სად იყო,ან სივრცე და ან ქალაქების ინფრასტრუქტურა, საკუთარი კარიერის პატივმცემელი ხელოვანი რომ შემოგეტყუებინა.
ჩვენი გემოვნება საბრინას კონცერტზე გაიყინა და მას მერე არაფერი ღირსებია,სანამ ერთი გიჟი ტურაგენტი არ შემოესია შეგუებულ წუმპეს და დამყაყებული, უამბიციო ქვეყანა თავის დიდი ენერგიით არ შეაჯანჯღარა…სულ იმაზე ოცნებობდა თავის ქვეყანა ყველაზე თანამედროვე, მიმზიდველ ადგილად ექცია და დაუღალავად ქმნიდა სავიზიტო ბარათებად ქცეულ სივრცეებს.
დაობებული აზროვნება ყოველ სიახლეს სიგიჟედ ნათლავდა..
ანბანის კოშკი ,
საზაფხულო თეატრი,
ალი და ნინო,
სასტუმროები,
რესტორნები,
ბულვარები,
პიაცა,
მუსიკალური საკონცერტო ცენტრი,
ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი..
რა ჩამოთვლის..ყველაფრის შეფასება ერთი იყო-გიჟია…
ყველა სახლს თავის ჩქარი ნაბიჯებით წრეს უვლიდა და ადგილზე წყვეტდა და წამოიყვირებდა-ეს რას გავს, მაქსიმუმ ერთ თვეში გადახურული იყოს მთელი კვარტალი.. და იყო…
გონიოს ციხე სანამ ფესტივალების ცენტრად არ აქცია, არც თავად მოისვენა და არც სხვები დაასვენა. კი ჰქვია ახლა-“შემოდგომის სერენადები”.. 🙂
ეს ქალაქი გასაგებ კონსტრუქციად რომ შექმნა, სამარკო ნიშნების დამკვიდრებას ცდილობდა და მიადგა დანგრეულ “ოპერის თეატრს”- აქ უნდა დაიდგას თანამედროვე მიუზიკლები, რაც ტურისტებს მოიზიდავსო და ადუღდა ქალაქი….იტყოდა კონკრეტულ ვადას და სამუშაოს გადავადებას არც განიხილავდა.
სანამ ის შენობა აშენდა ყველა გამურული დადიოდა, ვის აინტერესებდა ვინ რა პროფილის დიპლომით ეწეოდა შავ სამუშაოს. თავად არჩევდა თითოეულ დეტალს, ვენეციური შუშის ჭაღებს, ყველაფერს…ყოველდღე აინტერესებდა “ქეთო და კოტეს”,”ვერის უბნის მელოდიების” რეპეტიციები..პრემიერის დღიდანვე ახალი მშენებლობის სურვილით შეპყრობილი დაიბარებდა ისევ იმ დაღლილ ხალხს, შრომისგან ჯერ ისევ შოკიდან რომ ვერ გამოსულიყვნენ და ახალ დავალებას გასცემდა..
ერთხელ უყურებს ანბანის კოშკს და სრულიად დარწმუნებულმა თქვა-აქ ხვალ კლიპი უნდა გადავიღოთ, რომელიც ტურისტულ სეზონს ათასჯერ საინტერესოს გახდის..ეს მაშინ ხდება,როცა შენობა დაუმთავრებელია, 136მ კონსტრუქცია გაუმართავია, ლიფტები არ არის დამონტაჟებული, მაგრამ ზუსტად იცის, რომ მისგან დათქმულ ვადას სამუშაო არ გასცდება…ბოლო სართულზე მოძრავი რესტორანი უნდა ყოფილიყო,რომელიც მთელი ბათუმის ხედს ხელის გულზე დაიტევდა. გააკეთა კიდეც, ოღონდ გაკეთებამდე კლიპი მოუნდა..შეხედა David Gersamia და Tea Tsetskhladze და ნახეთ იმ ბოლო სართულს როგორ მოუხდება ვიოლინო და როიალიო..თქვა და გაიარა..ვაი შენს თეა-გერსიკას, ულიფტო შენობაში როიალი როგორ,რანაირად? უბედური სახეებით გადახედეს ერთმანეთს, დღესაც ვერ ვხვდები, როგორ, მაგრამ მეორე დღეს როიალიც ადგილზე იდგა და ეს კლიპიც შეიქმნა, რასაც ქვემოთ იხილავთ…
ყველაზე კარგად ესმოდა, რომ
ბოჩელი,
სტინგი,
კარერასი,
კრის ბოტი,
ჰულიო,
ენრიკე ეგლესიასი,
ჰულიო ეგლესიასი,
კრის დე ბურგი,
დომინგო,
ხოსე კარერასი,
ხუან კორტესი და სხვების საკონცერტო ვიზიტები ყველაზე მოკლე გზა იყო ტურისტების მიზიდულობისთვის.. ამას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა და ყველა სამშენებლო პროცესის ტლაპოში “პრარაბივით” იდგა..
თან იმისაც ითვალისწინებდა მაღალმთიან სოფლებში რით გაეხარებინა ხალხი. ასე მიადგა ერთ ბავშვს,ვინ გაგიხარდება, ვისი მოსმენა გინდაო და იმან ტოტო კუტუნიოო..ისიც ჩამოიყვანა 🙂 Tea Tsetskhladze შენ გემახსოვრება საიდან იყო ის ბაღანა❤️
მხოლოდ ზაფხულის სეზონი არ აკმაყოფილებდა, ზამთარს მიადგა…მოიგონა, რომ გომორდული მსოფლიოს მარგალიტი უნდა გამხდარიყო, როგორც შეუდარებელი ზამთრის კურორტი აჭარაში..დავალებების მიმღებები გულში კი იტყოდნენ გიჟიაო, მაგრამ ვინ გაბედავდა შემჩნევას..ახლა იქ დაიწყო თხრა და ყამირის ამტუტება..გაკეთდა, აბა რა ქნა 🙂
ამ ყველაფრის სანახავად დასავლელი ლიდერები თავის ნაბიჯებით დაყავდა. ვერასროს ვერ იგებდა რა ღლიდა ამ ხალხს. ასე იყო ჰილარი კლინტონიც. თავიდან აღფრთოვანებული მომღიმარი სახით დაჰყვებოდა, მაგრამ უკანასნელი რესურსის გამოცლამდე აღმოხდა-იქნებ ყავა დაგველიაო 🙂 ზუსტად 5 წუთში გაუყენა აუთვისებელ გზას 🙂 ყველა სტუმარს აიძულებდა ფეხით აერბინათ ის მაღალი შენობები, რაც დასრულდა და რაც დაუსრულებელი იყო. თავად წინ მირბოდა, უკან უბედური, მაგრამ გაყინული ღიმილით მიყვებოდა ყველა და ღონემიხდილებს თხოვდა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის გაეწიათ რეკომენდაცია. ისინიც,ყველა რაღაცას პირდებოდნენ, ოღონდ ხმელეთზე დაბრუნებულიყვნენ..
ამ უნივერსიტეტის გაყიდვა და გავერანება ვერ მოინელა ყველაზე მეტად. უკანასკნელ ბოლო თვეებში არ უხსენებია და რამხელა ბედნიერებაა 🙂 😞
მშენებლობაა ამ კაცის მამოძრავებელი ენერგია. ახლაც, მძიმე პირობებში მყოფმა კობასთან დამაბარა არქიტექტურული ახალი ჟურნალები იქნებ გამომიყოლოსო და ჩამოუტანა. ეს ბადრაგებიც ვერ გაერკვნენ, ან ეს ჟურნალები რად უნდა,ან ბოლო-ბოლო რამდენ ენაზე უსმენს საინფორმაციო გამოშვებას რადიოთი..
მოკლედ, გადასარევია “ბათუმის რაფსოდია”  მაგრამ შენობაში რომ შეხვალთ, ორკესტრის დიდებული მელოდიის ნეტარებისგან თვალებს რომ მინაბავთ და ვეირებით შეეცდებით გამოფხიზლებას, თქვენს სინდისს ჩუმად მაინც უთხარით-#თავისუფლებამიშას ამ ყველაფრის შემქმნელი ჯანმრთელობისთვის იბრძვის, პალატაში გამომწყვდეული❤️”

ასევე იხილეთ