”მორჩა, სოსო გოგაშვილის ადამიანობის მითიდან მისხალიღა მქონდა დარჩენილი და ისიც დაინგრა!”

ნინო ქინქლაძე-ჭიღიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მორჩა, სოსო გოგაშვილის ადამიანობის მითიდან მისხალიღა მქონდა დარჩენილი და ისიც დაინგრა!

კაცმა პაგონებიან გიგაურს და მისთანებს ასიამოვნა და გადასცა სქემა, როგორ აყალბებდა არჩევნებს “ქართული ოცნება”(თურმე)!
მაგ სიმართლით იარეთ გიგაურებო , გრანტიჭამია ენჯეოშნიკებო და თავად გოგაშვილო, როგორ არ გრცხვენიათ…ამდენი ხანია არჩევნებზე ვმუშაობ ეს ავადმყოფი ქალი და ასეთი უზნეობა ვინმეს ეთქვას, ჯერ არსად გამიგონია_ის რომ მთელი საპატიმროები ოცნების მხარეზე იყო, პატიმრებს რომ ჭირის დღესავით სძულდათ და სძულთ მწვალებელი ნაცები და მათი მიმდევრები და ყოველთვის ოცნებას აძლევენ ხმას, ეს რეალობა სადაა, გოგაშვილის გრამაფონში?! ე.ი. გოგაშვილის უზნეო ლოგიკით, მთელი საპატიმროები ცარიელდებოდა არჩევნების წინ, ოღონდაც ხმები მიეცათ და თურმე სახლებში მიაბრძანებდნენ პატიმრებს მმართველი გუნდის წარმომადგენლები…აღარც ჯარში მიჰყავდათ თურმე არავინ და ჩამორთმეულ მართვის მოწმობებს , ალბათ ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი თავად ურიგებდნენ წესრიგის დამრღვევებს და ასე იღებდნენ ხმებს…თფუუუ…ეს ვინა ყოფილა, რამე კაცური და მისაღები რომ ეთქვა, კიდევ არ დავწერდი ამ სტატუსს!
მტერი ყოფილა სოსო გოგაშვილი, ქართულ ოცნებაში ჩანერგილი და მადლობა ღმერთს, დროულად მოიკვეთა, ვითარცა ავთვისებიანი სიმსივნე!”

ასევე იხილეთ