“იმ კაცმა თვალი ჩამიკრა, მოიგებო… რაღაც ელემენტარული ხომ არსებობს?“

„ნიჭიერის“ საიუბილეო სეზონის მონაწილე, მომღერალი დოდონა ნამორაძე, რომელმაც „იურმალაში” მონაწილეობაზე უარი თქვა, მეგი გოგიტიძის მიმართვას ეხმიანება:

„მახსოვს, 4 წლის წინ ისრაელში რომ გავიმარჯვე, სამი გრან პრი რომ ავიღე და საბოლოოდ სუპერ გრან პრი, ყველა თასი რაც იყო კონკურსზე, მე რომ წამოვიღე. ერთ-ერთი ჟიური, იურმალას დირექტორი მოვიდა და გადმომცა დოკუმენტი, რომელიც დღემდე სახლში მაქვს: დოდონა ნამორაძე, ნახევარფინალისტი. პირდაპირ ნახევარფინალში მოვხვდი, იურმალაზე, და ამ კაცმა თვალი ჩამიკრა, მგონი მოიგებო.

ჩემმა მშობლებმა მითხრეს, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი იყო, მაგრამ როგორც ქართველს, მე არ მქონდა იმის უფლება, რომ წავიდე და ვიმღერო იქ, სადაც პუტინი ზის მსმენელთა შორის. მე ცხოვრების ალბათ ყველაზე დიდი „შანსი“, რაც ჯერჯერობით მქონია, „წყალში გადავაგდე“. კი, საკუთარი თავიც მხოლოდ მე მეკუთვნის, მაგრამ რაღაც ელემენტარული ხომ არსებობს?!“ – წერს დოდონა ნამორაძე.

No description available.

ასევე იხილეთ