“ხალხს კიდევ უკვირს, რა კარგად გამოიყურებაო, ამაზე კარგადაც უნდა გამოვიყურებოდე…”

მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ია ფარულავამ რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში თავისი რეჟიმის შესახებ ისაუბრა.

ჩემი დილა იწყება კატების კნავილით. 08:00 საათზე უნდა ავდგე, რომ მათ ვაჭამო. ამის შემდეგ გადავდივარ ჩემს საუზმეზე, რომელსაც ჩემს „ინსტარგამზეც“ ხშირად ვაქვეყნებ. დილით, ყავასთან ერთად მივირთმევ შვრიის ფაფას დარიჩინით და ბანანით. მერე, 1 საათით აუცილებლად ვდგები სარბენ ბილიკზე და სწრაფი ნაბიჯებით დავდივარ. კერძო მწვრთნელთანაც დავიწყე ვარჯიში. ყველამ იცის, რომ 14:00 საათამდე არაფერს ვგეგმავ და რომ ამ დრომდე ჩემი ამბებით ვარ დაკავებული. ამის შემდეგ უკვე შემიძლია მოვევლინო სამყაროს. ძირითადად სილამაზის სალონებით და პროცედურებით ვარ დაკავებული. ხალხს კიდევ უკვირს, რა კარგად გამოიყურებაო, ამაზე კარგადაც უნდა გამოვიყურებოდე, რადგან მხოლოდ და მხოლოდ ჩემი თავი მაბარია“, – ამბობს ია ფარულავა „არ დაიდარდოს“ რუბრიკის „მხიარულ დილაში“ სტუმრობისას.

ასევე იხილეთ