“ფოტოგრაფი, რომელიც პოსტის ავტორია, საერთოდ არ იმყოფებოდა ირაკლის და ლიზას ქორწილში” – რას წერს მაქაცარია-ჩიჩუას ქორწილის ორგანიზატორი?

ჩი­ჩუა-მა­ქა­ცა­რი­ას ქორ­წი­ლის გარ­შე­მო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აჟი­ო­ტა­ჟი არ წყდე­ბა. მას შემ­დეგ, რაც მე­დი­ა­ში პა­ტარ­ძლი­სა და ნე­ფის ჩაც­მუ­ლო­ბი­სა თუ ცეკ­ვის ყვე­ლა დე­ტა­ლი გა­ირ­ჩა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოჩ­ნდა ფო­ტოგ­რა­ფი, და­ვით ჭა­ლი­ძე, რო­მელ­მაც და­წე­რა, რომ ქორ­წილ­ში, რო­მელ­ზეც მთე­ლი თბი­ლი­სი ლა­პა­რა­კობ­და, ფო­ტოგ­რა­ფებ­სა და ოპე­რა­ტო­რებს არ გა­უ­მას­პინ­ძლდნენ. მარ­თა­ლია, მოგ­ვი­ა­ნე­ბით სტა­ტუ­სი წა­შა­ლა, მაგ­რამ მე­ო­რე დღეა, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სე­ბის დიდი ნა­წი­ლი, “მში­ერ ფო­ტოგ­რა­ფებს ეძღვნე­ბა…“

ლიზა ჩი­ჩუ­ა­სა და ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რი­ას ქორ­წი­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი რუს­კა გვა­რა­მა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ეს ადა­მი­ა­ნი, ვინც და­წე­რა რომ ფო­ტოგ­რა­ფე­ბი და ოპე­რა­ტო­რე­ბი ქორ­წილ­ში მში­ე­რი და­ტო­ვეს, იმ დღეს იქ სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა.

“ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო და ნაც­ნო­ბე­ბო, აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და, გა­მო­ვეხ­მა­უ­რო, ამ სა­ო­ცარ აგო­რე­ბულ ამ­ბავს. მო­დით, სა­ნამ ჩვენს ორ­გა­ნი­ზე­ბას და გა­კი­ცხვას და­ი­წყებთ, ჯერ გა­ი­გეთ სი­ნამ­დვი­ლე­ში რა რო­გორ იყო, ფო­ტოგ­რა­ფი, რო­მე­ლიც პოს­ტის ავ­ტო­რია, სა­ერ­თოდ არ იმ­ყო­ფე­ბო­და ირაკ­ლის და ლი­ზას ქორ­წილ­ში.

პოს­ტის და­წე­რი­დან, 1 სა­ათ­ში, ანუ რო­გორც კი პროგ­რა­მამ მოგ­ვცა სა­შუ­ა­ლე­ბა ყვე­ლას, მშვე­ნივ­რად მი­ვუს­ხე­დით მა­გი­დას, საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი მე­ნი­უ­თი და არც ფო­ტოგ­რა­ფი, არც ვი­დე­ოგ­რა­ფი, არც ხმის და გა­ნა­თე­ბის რე­ჟი­სო­რი, არც კრა­ნის ხალ­ხი მში­ე­რი არ დარ­ჩე­ნი­ლა, ასე­ვე და­ა­ყო­ლეს უგემ­რი­ე­ლე­სი ტორ­ტი და ყა­ვაც.
ჩვენს კომ­პა­ნი­ას­თან ვი­საც უმუ­შა­ვია, კარ­გად იცის ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ჩვე­ნი მიდ­გო­მა და ასე­თი შეც­დო­მე­ბი ჩვენ რომ არ მოგ­ვდის. კი­დევ კარ­გი არა­ერთ ადა­მი­ანს გაქვთ ნა­ნა­ხი. ნამ­დვი­ლად იზ­რუ­ნა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა სტა­ფის კვე­ბა­ზე მე­გობ­რე­ბო და შე­არ­გეთ ეხლა ამ ხალ­ხს ბედ­ნი­ე­რე­ბა! ორი დღეა ვკი­თხუ­ლობ კარგ კო­მენ­ტა­რებ­ზე მეტ უარ­ყო­ფითს, ლიზა წა­იქ­ცა და აი­ტა­ცეთ, ვი­ღა­ცამ რა­ღაც და­წე­რა, რაც სი­მარ­თლე, არაა და აი­ტა­ცეთ, კარ­გი ვე­რა­ფე­რი და­ი­ნა­ხეთ ამ ქორ­წილ­ში?” – წერს რუს­კა გვა­რა­მა­ძე.
რუს­კა გვა­რა­მა­ძე სტა­ტუ­სის კო­მენ­ტა­რებ­ში წერს, რომ ფო­ტოგ­რა­ფი, რო­მელ­მაც სტა­ტუ­სი და­წე­რა, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თოდ არ იმ­ყო­ფე­ბა.

“ეს ფო­ტოგ­რა­ფი ამე­რი­კა­შია, ქორ­წი­ლი და­ი­წყო 7 სა­ათ­ზე, “სტა­ფის“ მა­გი­და იყო, რა თქმა უნდა, სტუმ­რე­ბის სივ­რიც­დან მო­შო­რე­ბით, ისე რომ არ ჩან­და. სუფ­რა ფო­ტო­ვი­დე­ოს­თვის გა­ი­შა­ლა 21:00 სა­ა­თის­თვის, რა­საც მე პი­რა­დად ვა­კე­თებ­დი… და 21:15 ზე მი­ირ­თვა ყვე­ლა ფო­ტოგ­რაფ­მა. აი, და­ნარ­ჩე­ნი რა მოხ­და, მარ­თლა არ ვიცი…”

რუს­კას ამ კო­მენ­ტარს ცნო­ბი­ლი ფო­ტოგ­რა­ფი ლაშა ღუ­ღუ­ნიშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც წერს, რომ სუფ­რა 9-ზე თუ გა­ი­შა­ლა მათ­თვის უც­ნა­უ­რი არ არის, რომ სწყე­ნო­დათ:

“9-ზე თუ გა­ი­შა­ლა ეწყი­ნე­ბო­დათ,10-ზე ისე­დაც მო­დი­ან. აქ ჭა­მა­ზე არაა სა­უ­ბა­რი. პა­ტი­ვის­ცე­მა­ზეა ადა­მი­ა­ნი რომ შრო­მობს და იღ­ლე­ბა, დრო მა­ინც უნდა მის­ცენ შეს­ვე­ნე­ბის. გვა­ჭა­მეთ კა­ტე­გო­რია არ­ცერ­თი ფო­ტოგ­რა­ფი არ არის. ნურც შავ მუ­შას ნუ შე­ა­და­რებთ. ხე­ლოვ­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა ფო­ტოგ­რა­ფი, მოფრ­თხი­ლე­ბა და ზრუნ­ვა სჭირ­დე­ბა ელე­მენ­ტა­რუ­ლი, ისევ წყვი­ლი და იქ მყო­ფე­ბი უფრო ლა­მა­ზე­ბი, რომ გა­მოჩ­ნდნენ და სა­სი­ა­მოვ­ნოთ გა­იხ­სე­ნონ ეს ტკბი­ლი დღე. დი­ლის 10 სა­ა­თი­დან რომ და­ი­წყებ 5 ლო­კა­ცი­ა­ზე მი­ვარ­დე­ბი, თავს და­დებ მაქ­სი­მა­ლუ­რად, რომ ასი­ა­მოვ­ნო წყვილს, მი­დი­ხარ რეს­ტო­რან­ში, ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი იწყებს ჭა­მას, გა­და­სა­ღე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად არა­ფე­რია და უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში სკა­მიც არ არის ხოლ­მე, რომ ჩა­მოვ­ჯდეთ. სამ­წუ­ხა­როა. ასეთ პრობ­ლე­მა­ზე სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბის ქვე­ყა­ნა­ში რომ გვი­წევს სა­უ­ბა­რი”.

ასევე იხილეთ