“დედაჩემს, წლების განმავლობაში, ბიცოლა დედა ეგონა, ხოლო დედა – ბიცოლა”

ალ­ბათ, ბევ­რს გვი­ნა­ხავს “მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში” სპექ­ტაკ­ლი “თეთ­რი ია­სა­მა­ნი”, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, ბევ­რმა არ იცო­დეს, რომ პი­ე­სას სა­ფუძ­ვლად კი­ნო­სა და თე­ატ­რის ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის, ქეთი ჩხე­ი­ძის ოჯა­ხის ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია უდევს.

გა­და­ცე­მა­ში “რე­ა­ლუ­რი სივ­რცე”, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა დროს რეპ­რე­სი­რე­ბულ ოჯა­ხებს მი­ე­ძღვნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი თა­ვი­ან­თი წი­ნაპ­რე­ბის მძი­მე, ტრა­გიზ­მით სავ­სე ის­ტო­რი­ებ­ზე ჰყვე­ბოდ­ნენ.

მათ შო­რის იყო ქეთი ჩხე­ი­ძეც, რო­მე­ლიც მოჰ­ყვა, რო­გორ და­ი­ჭი­რეს მისი ბე­ბია და გა­და­ა­სახ­ლეს ბა­ბუა, რის გა­მოც მსა­ხი­ო­ბის დე­დას, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­კუ­თა­რი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა ბი­ცო­ლა ეგო­ნა, ხოლო ბი­ცო­ლა კი – დედა.

“40 წე­ლია, რაც დე­დას­გან სულ ერთი და იგი­ვე ფრა­ზა მეს­მის – მარ­ტო არ დამ­ტო­ვოთ. 7 თვის იყო, როცა მარ­ტო დარ­ჩა. შემ­დეგ გა­აშ­ვი­ლეს და ბი­ცო­ლამ აიყ­ვა­ნა. დე­დას­თან დაჰ­ყავ­დათ ცი­ხე­ში, რად­გან ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე იყო. ბე­ბია ცი­ხე­ში ჩას­ვეს და ბა­ბუა ყა­ზა­ხეთ­ში გა­და­ა­სახ­ლეს. ის დაბ­რუ­ნე­ბი­დან მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. მისი დაბ­რუ­ნე­ბის ისოტ­რი­აც დიდი დრა­მა იყო. ბა­ბუა თე­რა­პევ­ტი იყო პრო­ფე­სი­ით. იმ გუ­ლა­გის უფ­როსს, სა­დაც ის გა­და­სახ­ლეს, შვი­ლი გა­უხ­და თურ­მე მა­ლა­რი­ით ავად. მო­ა­კი­თხეს ბა­ბუ­ას, ჩა­მო­აც­ვეს ტო­მა­რა თავ­ზე, რათა გზა არ და­ე­ნა­ხა, ვერ მიმხვდა­რი­ყო სად მიჰ­ყავ­დათ. გუ­ლა­გის უფ­როს­მა ბა­ბუ­ას უთხრა,თუ და­მეხ­მა­რე­ბი და გო­გო­ნას გა­და­მირ­ჩენ, ტყვე­ო­ბი­დან გა­გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბო. თურ­მე მთე­ლი ღამე დე­დის სის­ხლს უს­ხამ­და ბა­ბუ­ა­ჩე­მი პა­ტა­რა გო­გო­ნას და ძა­ლი­ან დიდი დოზა ქი­ნა­ქი­ნა გა­უ­კე­თა. იფიქ­რა, მა­ინც ვკვდე­ბი, თუ გა­დავ­რჩე­ბი, გა­დავ­რჩე­ბიო. გო­გო­ნა გა­დარ­ჩა და ბა­ბუ­აც გა­მო­უშ­ვეს. ეს იყო უმ­ძი­მე­სი ის­ტო­რია.

დე­და­ჩემს, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა ბი­ცო­ლა ეგო­ნა, ხოლო ბი­ცო­ლა კი – დედა. ერთ დღე­საც, რო­დე­საც თურ­მე ის თა­ვის დე­დას­თან სტუმ­რად წა­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც მას ბი­ცო­ლა ეგო­ნა, დე­დის სუნ­ზე ჰქო­ნია ბავ­შვს ინ­სტიქ­ტი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­აქ­ცია. ტან­საც­მელს ყნო­სავ­და თურ­მე. პა­ტა­რა იყო, ფული შე­უგ­რო­ვე­ბია და უყი­დია სუ­ნა­მო, რო­მელ­საც მა­შინ “თეთ­რი ია­სამ­ნი ” ერ­ქვა და რო­მე­ლიც მას დე­დის სუნს ახ­სე­ნებ­და. ბა­ლი­შის ქვეშ ედო თურ­მე ეს სუ­ნა­მო და ყნო­სავ­და. დე­დას ბი­ცო­ლამ ეს რომ გა­ი­გო, ვერ მო­ით­მი­ნა და უამ­ბო რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რია, რომ ის კი არ იყო მისი დედა, არა­მედ ბი­ცო­ლა, ხოლო ბი­ცო­ლა კი დედა იყო.

შემ­დეგ, დე­დამ რომ ფი­ლო­ლო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, მთე­ლი მისი ის­ტო­რია იმ­დე­ნად აწ­ვა­ლე­ბა, და­წე­რა. გიზო ჟორ­და­ნი­ამ კი, რო­მე­ლიც მა­შინ მარ­ჯა­ნიშ­ვლი­ლის თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რი იყო, პა­რა­ლე­ლუ­რად და­წე­რა ბა­ბუ­ას ის­ტო­რია. ეს ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი შე­ერ­თდა და და­ერ­ქვა “თეთ­რი ია­სა­მა­ნი”.

შემ­დეგ და­იდ­გა ეს სპექ­ტაკ­ლი და მე მო­მი­წია ერთ-ერთი ბე­ბი­ის რო­ლის თა­მა­ში” – მოჰ­ყვა მსა­ხი­ო­ბი.

ასევე იხილეთ