“არავინ ხმას არ იღებდა, სანამ ზოგიერთები “კედელთან არ მიაყენეს”

ანალიტიკოსი სიმონ კილაძე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით იმ საკითხებზე წერს, რაც ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.

„ბევრი ინფორმაციებია გიორგი შაქარაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით. ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია და კითხვები არსებობს. ალბათ, გამოძიება მეტ-ნაკლებად ყველაფერს გაარკვევს, მაგრამ მე ერთი რამე მიკვირს: სამი თუ ოთხი დღე ეძებდნენ ბიჭს და არავინ ხმას არ იღებდა, სანამ ზოგიერთები “კედელთან არ მიაყენეს”. შეეშინდათ “მეგობრებს”!?

ისე, ამ გაგანია კორონავირუსის დროს, რა დაბადების დღის გადახდა მოისურვეს? რატომ არ უთხრეს მშობლებმა, უფროსი ასაკის ახლობლებმა გოგონას, რომ ახლა, მსოფლიო პანდემიის დროს, როცა ყველა ქვეყანაში ადამიანებს უჩინარი მტერი ჰყავს ჩასაფრებული და სიკვდილი ემუქრებათ, დაბადების დღის აღნიშვნა არაეთიკურია, თანაც 30 ადამიანის დაპატიჟება საკარანტინო მოთხოვნების უხეში დარღვევაა? მე ვფიქრობ, მშობლებიც ძალიან გასაკიცხები არიან იმის გამო, რომ საკარანტინო წესების დარღვევით გამართულ წვეულებას ასეთი ტრაგიკული გაგრძელება მოჰყვა...“- წერს კილაძე.

ასევე იხილეთ