“ასეთი შვილის გაზრდისთვის, ყოჩაღ”

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსანდრე ელისაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს:

“იცის მგონი ყველამ რომ სააკაშვილს ვაკრიტიკებდი ყოველთვის, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ხელისუფლებაში იყო და საშიში იყო. მისდამი დამოკიდებულება აღარ შემიცვლია და არც შევიცვლი, მაგრამ ეს ბიჭი, მისი შვილი არის ძალიან კარგად გაზრდილი ადამიანი! გონიერი და წესიერი ბიჭი ჩანს. ინტერვიუშიც უზუსტესი რაღაცეები თქვა. ასეთი შვილის გაზრდისთვის ყოჩაღ”, – წერს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ვაჟი, ედუარდ შევარდნაძე ამბობს, რომ მამამისი არ არის მომავლის ლიდერი.

ასევე იხილეთ