“წავიდა სხვების გადასარჩენად… ამაყი მშობლები ეყოლებოდა… ახლა სხეულიც არ აქვთ ალბათ, რომ გულში ჩაიკრან!”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ირინა მიქაბერიძე 29 ივლისს გუდაურში მმხდარ ტრაგედიას ემოციურად ეხმაურება.

“წავიდა სხვების გადასარჩენად… ამაყი მშობლები ეყოლებოდა… ახლა სხეულიც არ აქვთ ალბათ, რომ გულში ჩაიკრან! რატომ? თუ ეს ვერტმფრენის გაუმართაობის გამოა, ხვდებით რა უნდა მოხდეს? ვინ გაიგებს?”, – წერს ირინა მიქაბერიძე.
შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 მედიკოსი, მაშველები და პილოტები. ბორტზე მყოფები მიფრინავდნენ პარაპლანისტების დასახმარებლად, რომლებიც კლდეს შეეჯახნენ. ერთ-ერთი პარაპლანისტი, უცხოელი ტურისტი შემთხვევას ემსხვერპლა.

ასევე იხილეთ