“პირველად ლევან ჩოხელთან ერთად რომ ვიფრინე, ვერტმფრენი ვერ დაჯდა…. მთელი გუნდი ხელში აყვანილმა გადმოგვსვა”

ჟურნალისტი, მარიკა ბაკურაძე დაღუპულ მფრინავზე, ლევან ჩოხელზე ემოციურ პოსტს ავრცელებს:

პირველად რომ ლევან ჩოხელთან ერთად ვიფრინე, ზამთარი იყო, ხევსურეთი, ცუდი რელიეფი, წელამდე თოვლი, ვერტმფრენი ვერ დაჯდა და ჰაერში გააჩერეს. მთელი გუნდი ხელში აყვანილმა გადმოგვსვა, მას მერე დამინახავდა თუარა იცინოდა – სულ ხელში აყვანილმა უნდა გატაროო. როდესაც ფრენაზე მივიდოდი, აეროდრომზე შესვლისთანავე ვცდილობდი მფრინავებს შორის ეს ოქროს კაცი მეპოვა. სანდო და პროფესიონალი, მშვიდი და ღიმილიანი. მეორე დღეა ჩემს სიუჟეტებს ვეძებ, ვუყურებ, ვატრიალებ ამ კადრებს და გული მეგლიჯება. სულ ვფიქრობ იმ ბოლო წამებზე, რომ დაეშვნენ, მიხვდნენ რომ საშველი აღარ იყო და ჩავარდნენ, ნეტავ რას ფიქრობდა, რა განიცადა.. ასეთი ხალხი ასე წამში როგორ დავკარგეთ..

მე წლებია მთაში დავდივარ გადაღებაზე და მინდა ერთი რამ ვთქვა – მესაზღვრე მფრინავები მთის ხალხისთვის იყო და არის ნამდვილი იმედი! მათი ყოველი როტაცია არის ამ ხალხის კომუნიკაცია გარესამყაროსთან, მომარაგება პროდუქტებით, გადაუდებელი დახმარება და ყველაფერი! ასეთ მდგომარეობაში უამრავჯერ მინახავს ეს ხალხი, დაუღალავად, სხვებისთვის.. ამიტომ, ვუსამძიმრებ ყველას, ყველა ადამიანს ვინც პირადად იცოდა ამ მფრინავების ადამიანიბა და პროფესიონალიზმი!”, – წერს ბაკურაძე.


შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 მედიკოსი, მაშველები და პილოტები. ბორტზე მყოფები მიფრინავდნენ პარაპლანისტების დასახმარებლად, რომლებიც კლდეს შეეჯახნენ. ერთ-ერთი პარაპლანისტი, უცხოელი ტურისტი შემთხვევას ემსხვერპლა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ: მაშ­ვე­ლე­ბი – მფრი­ნა­ვე­ბი – ანდრო ქუჯოშვილი,​ ლე­ვან ჩო­ხე­ლი, ზაზა ლო­რია, დიმა ქა­ა­ძე; კახა ტორ­ჩი­ნა­ვა, გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი; სასწრაფოს დახმარების ექი­მები – ქეთი გუ­ლა­გაშ­ვი­ლი, გიორგი ვე­ნეც­კი.

ასევე იხილეთ