“მიშას გარეშე 0 ხარ მეთქი ვუთხარი და გაგიჟდა, არადა ხალხმა გამოუტანა ეს ვერდიქტი…“

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას შესახებ წერს.

გაცოფებულ ბოკერიას მოვუსმინე ახლა, ნუ გრიგოლ ვაშაძეს ხომ გადაუარა, ნუ მიშას რა თქმა უნდა, აბა როგორ გამოტოვებდა, მერე მე მომადგა “ჩარკვიანი ხომ მიშას სპიკერიაო”.

მოკლედ ეს მიშას დროინდელი ” უშიშროების საბჭოს მდივანი” და დღევანდელი საქართველოს “საშიშროების საბჭოს ” მდივანი, მიშა სააკაშვილის მიმართ შურით და ჯიბრით “დაავადებული”, ყველა პროცესის ჩამშლელი (თავისი პარტის თუ სხვისი ანუ ნაც. პარტიის 2016 წელს “გამხლეჩი”- დამშლელი) აქციების დამშლელი და პირველბისთვის მუდამ “პოლიტ ვაჭრობაში” მყოფი, უკვე ყველასთვის “გაშიფრული” არც თუ ჭკვიანი (ჭკვიანები საკუთარ პარტიას თავზე არ იმხობენ პირვობის “მანიაკური” ჟინის გამო , ციხეში ბუნტის დროს ადამიანებისთვის სროლას და ასე ბუნტის ჩახშობას არ ხელმძღვანელობენ ,იხ. ელენე თევდორაძის ჩვენება ბოკერიას წინააღმდეგ და ა.შ) მოკლედ ამ “ტიპს” ანუ ბოკერიას განაჩენი ხალხმა უკვე გამოუტანა, კარგა ხანია გაანულეს მეტი რა ჰქნას ხალხმა, ბურჯანაძის პროცენტზე დაიყვანა -“დასვა” ხალხმა, მიშას გარეშე 0 ხარ მეთქი ვუთხარი და გაგიჟდა, არადა ხალხმა გამოუტანა ეს ვერდიქტი ფაქტია რა ჰქნას ხალხმა მეტი?!

ჰოდა ახლა გრიგოლ ვაშაძეს, მიშა სააკაშვილს და თამარ ჩარკვიანს თუ გალანძღავს ეს უკვე ყველასთვის ” მიუღებელი პერსონა” მხოლოდ გამიხარდება, გეფიცებით მხოლოდ !!!!! გმადლობ გიგა ბოკერია, ეს მხოლოდ მიხარია, ესე იგი ყველაფერი რიგზეა!

ხალხი ბრძენია!“ – წერს თაკო ჩარკვიანი.

 

No description available.
twitter sharing button
ასევე იხილეთ