“ზოგჯერ სულაც არ მინდა, რომ ვიყო ლამაზი და არ მსურს, ქუჩაში მამჩნევდნენ…“

მოდელი და ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ პოსტს აქვეყნებს, სადაც საკუთარი პიროვნული თვისებების შესახებ წერს და ვიდეოს ურთავს.

„უმჯობესია, რამდენიმე პერსონაჟი იყო, ვიდრე ერთი და ისიც – აზრს მოკლებული. ამ ცხოვრების დედაც… აკეთე ის, რაც გინდა და რასაც იმსახურებ.

რეალურ ცხოვრებაშიც ასეა. ჩვენ ჩვენი ხასიათი განგვსაზღვრავს. ზოგჯერ სულაც არ მინდა, რომ ვიყო ლამაზი და არ მსურს, ქუჩაში მამჩნევდნენ. ჩემი ხასიათი უფრო ძლიერია, ვიდრე ჩემი გარეგნობა. და ეს ძალიან მომწონს.

დიახ, მაკიაჟი მხოლოდ გადაღებების დროს… თუკი გულწრფელი ვიქნებით!.. მირჩევნია, მაკიაჟის გარეშე ვიყო – ისეთი განსხვავებული, როგორიც არის ჩემი ხასიათი იმ კონკრეტულ დღეს…“, – წერს დოროყაშვილი.

ასევე იხილეთ