“ასეთი ბავშვი ვნახე ყაზბეგის გამზირზე, “ბრასლეტებს” ყიდდა, უკრაინელი მებრძოლების მხარდასაჭერად”

ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში ბავშვზე წერს, რომელიც უკრაინელი მებრძოლების მხარდასაჭერად ხელნაკეთ სამაჯურებს ყიდდა.

“გუშინ ასეთი ბავშვი ვნახე ყაზბეგის გამზირზე, მის მიერ გაკეთებულ ბრასლეტებს ყიდდა, უკრაინელი მებრძოლების მხარდასაჭერად. მომერიდა, ფოტო არ გადავიღე. ერთი ბრასლეტი( კომენტარებში ფოტოზეა) შევიძინე და ცოტა მეტიც დავუტოვე…ზუსტად ასე გაებადრა სახე…

ადრე მინახავს ნეტში მსგავსი ისტორიები… უშუალოდ რომ შეეხები, წარმოუდგენლად ძლიერი განცდაა. და ამათ უწოდებენ ბორენკა დარაგოის ხელის ბიჭები ტურისტებს და დედა ენის ბარზე ბინძური შეტევის ჩამდენ ორკ “ტურისტებთან” ათანაბრებენ…


მჯერა, ეს ბავშვები იცხოვრებენ და გაიზრდებიან თავისუფალ, ევროპულ უკრაინაში, ლაღ, გახსნილ, პატრიოტ და პასუხისმგებელ მოქალაქეებად იქცევიან…პასუხისმგებლობა და პატრიოტიზმი დღეს უკვე ბევრზე უფრო მეტი გააჩნიათ“, – წერს ბოჭორიშვილი.

ასევე იხილეთ