“მძიმე გზა აირჩიე, თუმცა იოლი არც არსებობს, ეს იმის მიხედითაა ვინ როგორ აფასებს სავალ ბილიკებს…“

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სენაკელი დედა მარიამის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ისინი ერთ დღეს იყვნენ დაბადებულები და დაბადების დღის მილოცვას ერთმანეთს ასწრებდნენ.

„ორშაბათი, 1-ლი აგვისტო: დედაო, მიიღე უდიდესი პატივისცემა და მოკრძალება. მძიმე გზა აირჩიე, თუმცა იოლი არც არსებობს, ეს იმის მიხედვითაა ვინ როგორ აფასებს საკუთარ თუ სხვათა სავალ ბილიკებს. ერთადერთი რაც მჯერა – ამ გზაზეც ღირსეული იქნება სავალი შენი… უფალმა მოგმადლოს სიმხნევე და ძალა მართალისა.
პასუხად უცებვე მივიღე ხმოვანი შეტყობინება სიხარულით, ოჯახის დალოცვლით, მადლიერებითა და თბილი სიტყვებით აღსავსე.

ამ დილას კი დიდი ტკივილი განვიცადე…. ერთ დღეს დაბადებულები ერთმანეთისთვის მილოცვაში ვეჯიბრებოდით…

საოცარი და განსაკუთრებული ადამიანები ცხოვრობენ ჩვენს ირგვლივ…. მათ დანახვას ნიჭი არ სჭირდება, მხოლოდ თვალების გახელა…..
Tsaru Adamia, სიტყვები არ მყოფნის….სამძიმარი ოჯახს, დედას, სენაკს, საქართველოს…“ – წერს გოჩა მირცხულავა.

ცნობისთვის, 55 წლის ასაკში, სენაკელი დედა მარიამი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, დედა მარიამი ყოფილი პედაგოგი იყო. ის მძიმე სენს ებრძოდა.

 

ასევე იხილეთ