“თითოეული თქვენთაგანის დამსახურებაა ის, რომ აქამდე მოვედით… არიან ადამიანები, ვინც სისხლს აბარებენ და ისე მირიცხავენ ფულს”

თბი­ლის­ში, შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 8 წლის დათი ქოქ­რაშ­ვი­ლი ის­რა­ელ­ში მკურ­ნა­ლო­ბას აგ­რძე­ლებს. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ჯერ კი­დევ რთუ­ლია, თუმ­ცა ეტა­პობ­რი­ვად პროგ­რე­სი შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

ბავ­შვის დედა, ქრის­ტი­ნე მა­მუ­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მად­ლო­ბას უხ­დის ყვე­ლას, ვინც მას გვერ­დით და­უდ­გა და დახ­მა­რე­ბის ხელი გა­უ­წო­და.

“დილა მშვი­დო­ბი­სა! მად­ლი­ე­რე­ბით მინ­და და­ვი­წყო დღე­ვან­დე­ლი დღე. იცო­დეთ, რომ თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­თა­გა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ის, რომ და­თი­კოს დღეს ჭრი­ლო­ბას და­უ­ხუ­რა­ვენ. ის, რომ აქამ­დე მო­ვე­დით და სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი რის­კე­ბი აღარ გვაქვს… მჯე­რა, რომ გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ჩა­ივ­ლის ეს ეტა­პიც. მად­ლო­ბა მინ­და გი­თხრათ ყვე­ლას, ყვე­ლას… უც­ნო­ბებს თუ ნაც­ნო­ბებს… ჩემს მე­გობ­რებს, ახ­ლად შე­ძე­ნილ მე­გობ­რებს და იმ უკე­თილ­შო­ბი­ლეს ადა­მი­ა­ნებს ვის სი­კე­თე­საც ვე­რას­დროს გა­და­ვიხ­დი სულ რომ ყი­რა­ზე დავ­დგე. სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს და სრუ­ლი­ად ის­რა­ელს, ამე­რი­კა­ში და ზო­გა­დად მთელ მსოფ­ლი­ო­ში გა­ფან­ტულ ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს… მად­ლო­ბა რომ მთე­ლი გუ­ლით შე­იყ­ვა­რეთ ჩემი შვი­ლი და ასე გა­ერ­თი­ან­დით მის გამო. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ერთი სან­თე­ლი მა­ინც და­უნ­თო და ილო­ცა და­თის­თვის… მად­ლო­ბა ყვე­ლა სა­სუ­ლი­ე­რო პირს ასე გულ­მხურ­ვა­ლედ რომ ლო­ცუ­ლობთ ჩვენ­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ასე გვაძ­ლი­ე­რებთ და გვამ­ხნე­ვებთ. პო­ზი­ტი­ვით გვავ­სებთ. ყვე­ლა­ფერს აკე­თებთ, რომ შე­და­რე­ბით შეგ­ვიმ­სუ­ბუ­ქოთ ეს ჩვე­ნი ტვირ­თი და მძი­მე ჯვა­რი. თქვენ ხართ უფ­ლის­გან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ცო­ცხა­ლი ან­გე­ლო­ზე­ბი, რომ ეს ურ­თუ­ლე­სი 4 თვე ჩვენ­თვის შე­გემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნათ. მე არ ვიცი რას ვი­ზამ­დით და სად ვიქ­ნე­ბი­დით, რომ არა თქვენ. უზო­მოდ მიყ­ვარ­ხართ. შე­გი­წი­როთ უფალ­მა ასე­თი გვერ­დში დგო­მა, თავ­და­დე­ბა, ერ­თგუ­ლე­ბა, სი­კე­თე, სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი. ყვე­ლა გა­ღე­ბუ­ლი კა­პი­კი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩვენ­თვის. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ყო­ველ კვი­რა სის­ხლს აბა­რე­ბენ და ისე მი­რი­ცხა­ვენ ფულს… არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც 2 სა­ა­თი ავ­ტო­ბუ­სით მგზავ­რო­ბენ, რომ აქ, კლი­ნი­კა­ში მო­ვიდ­ნენ და 100 შე­კე­ლი მოგ­ვი­ტა­ნონ…ტი­რი­ლით მო­დი­ან და კი­დევ აქეთ გვიხ­დი­ან ბო­დიშს მცი­რე­დის­თვის. მე მე­გო­ნა, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არ არ­სე­ბობ­დნენ და მად­ლო­ბა უფალს, რომ შევ­მცდარ­ვარ თურ­მე. მე­ტი­რე­ბა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე…ღმერ­თმა სას­წა­უ­ლი მო­ახ­დი­ნა და­თი­კოს სა­ხით და ყვე­ლას დაგ­ვა­ნა­ხა რა არის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. დი­დე­ბა და მად­ლო­ბა უფალს. არ ვიცი რითი და­ვიმ­სა­ხუ­რეთ ამ­ხე­ლა წყა­ლო­ბა, რომ მან მა­ინც არ გაგ­ვწი­რა და გვა­ჩუ­ქა და­თი­კო კი­დევ ერთხელ. წინ ურ­თუ­ლე­სი და ძა­ლი­ან ძა­ლი­ან გრძე­ლი გზა გვაქვს გა­სავ­ლე­ლი… რომ­ლის გავ­ლა­საც წლე­ბი დას­ჭირ­დე­ბა…იმპლან­ტე­ბი, პრო­თე­ზე­ბი, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და ასე შემ­დეგ….მაგ­რამ მთა­ვა­რია ბავ­შვი ცო­ცხა­ლია და მაქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ მას­ზე ვიზ­რუ­ნო და მო­ვუ­ა­რო, მო­ვე­ფე­რო და ჩა­ვე­ხუ­ტო,ყო­ველ­დღე უთხრა რომ უზო­მოდ მიყ­ვარს და მა­ბედ­ნი­ე­რებს” – წერს და­თის დედა.

ასევე იხილეთ