„აგვისტოში დაზუსტდება, აქვს თუ არა მეტასტაზები დარჩენილი“

მსახიობი გიორგი გილიგაშვილი, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა და მკურნალობის კურსი ჩაიტარა, თავს უკეთ გრძნობს და საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს.

როგორც გიორგი გილიგაშვილი განმარტავს, „აგვისტოში დაზუსტდება, აქვს თუ არა მეტასტაზები დარჩენილი“.

ცნობისათვის, გიორგი გილიგაშვილს მცირე ხნის წინ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მან თურქეთში ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა. როგორც გიორგიმ თქვა, მას 12 კვანძი ამოუღეს, აქედან 8 კი ავთვისებიანი იყო.

ასევე იხილეთ