“მთელი წლის ნაშრომის ერთ დღეში დახარჯვა ბათუმში.. ფულით ნაყიდი მოძღვრები.. ვალით გადახდილი ქორწილი”

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, რომელიც ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე აწვდის სხვადასხვა სახის ინფორმაციას მოქალაქეებს, ამჯერად, აზიარებს ქართული რეალობისთვის დამახასიათებელ ჩამონათვალს, რაც მისი შეფასებით, სამწუხაროა.

„ეს არის, სამწუხაროდ, ქართული რეალობა!

ამ ჩამონათვალის ავტორი არ ვარ, მაგრამ…. თუმცა რამდენიმე პუნქტს არ ვეთანხმები ან ოდნავ შევცლიდი. ვინაიდან მე არ ვარ ავტორი,

დავტოვე ისე, როგორც არის ….

დანარჩენი თავად დაუმატეთ….

1. ვალით გადახდილი ქორწილი;
2. ქუჩაში გამოტანილი რწმენა;
3. სარფიანი ნათლია;
4. ერთმანეთის შურით აშენებული უზარმაზარი სახლები, რომლებიც ისე ინგრევა, გაკეთებას ვერ ასწრებენ;
5. ახალი პატარძლის ხელზე 6 ბეჭედი;

6. ქორწილში ჩოხის ჩაცმით გამოხატული პატრიოტიზმი;
7. სოფლად გაყიდული სახლ–კარი და ბაღ- ვენახი თბილისის ერთ–ერთ გარეუბანში ცხოვრების მიზნით;
8. დიპლომისათვის სწავლა;
9. მიმტანისადმი დამოკიდებულება;
10. სერიალებიდან ნასწავლი ცხოვრებით ცხოვრება;
11. მთელი წლის ნაშრომის ერთ დღეში დახარჯვა ბათუმში.
12.კაბინეტებში სამლოცველო კუთხეები;
13. ფულით ნაყიდი მოძღვრები;
14. ეკლესია ყველა კორპუსის ძირში და მიტოვებული საყდრები სოფლად;
15. დღემდე იმის გარკვევა, პირჯვრის გადაწერა მანქანაში შეიძლება თუ არა;
16. სოციალური ქსელებისთვის გადაღებული ფოტოები და ყალბი კომენტარები: „ულამაზესი ხარ”; “როგორ მიყვარხარ”;
17. დასამუშავებული მიწა და საზღვარგარეთიდან შემოტანილი ხილ–ბოსტნეული;
18. საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფულით ქმრის ,,გულაობა”;
19. დაობებული ბიბლიოთეკა;
20. უწიგნურობა, უწიგნურობა და კიდევ უწიგნურობა.”- წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ