“მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდება, მე მისი პირველი ქმარი ვიყავი, ბენი კი მეოთხეა”

უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც ჯენიფერ ლოპესის და ბენ აფლეკის გრანდიოზულ ქორწილზე თითქმის მთელი მსოფლიო საუბრობს. ჯერ იყო და საზოგადოების განხილვის საგანი საქორწინო ცერემონია გახლდათ, შემდეგ კი მათი “პარიზული არდადეგები”. ამჯერად სოციალურ მედიაში ყურადღებას ამერიკელი ლამაზმანის პირველი მეუღლე Ojani Noa იქცევს, რომელმაც ბრიტანულ ტაბლოიდთან Daily Mail-თან საუბრისას განაცხადა, რომ ბენიფერის ქორწინება დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა:

“ჯენიფერს უბრალოდ უყვარს ის ფაქტი, რომვიღაცას ის ძალიან უყვარს. მე მათ ბედნიერებას ვუსურვებ, თუმცა, ვეჭვობ, რომ მათი ურთიერთობა დიდხანს გასტანს. მან ერთ დროს მეც მითხრა, რომ მთელი ცხოვრება ვეყვარებოდი, მე მისი პირველი ქმარი ვიყავი, ბენი მეოთხეა”.

      

ასევე იხილეთ