“ჩვენო ღიმილის ბიჭო… შენმა ამ ქვეყნიდან წასვლამ, შენს მასწავლებელს სიკვდილი გაუადვილა”

ქობულეთში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. მოკლულია ხაშურში მცხოვრები 21 წლის რეზი ლომსაძე. მას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.

 

მომხდარს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ბიჭის დამრიგებელი ეხმაურება.

“რეზი, ჩვენო ღიმილის ბიჭო,
მახსენდება შენი სკოლის პირველი დღე, როგორც კი შემოხვედი საკლასი ოთახში, წამოხვედი და ჩემი შვილის გვერდით დაიკავე ადგილი.იმ დღის მერე მისი მერხის განუყოფელ მეგობრად იქეცი.სულ ეგნატეს გვერდით გხედავდი დასვენებაზე დერეფანსა და ფოტოსურათებშიც მადლობა, რომ ჩემს შვილს შენთან ურთიერთობამ ასწავლა თავმდაბლობა, სიკეთე და კაცთმოყვარეობა. მინდოდა ბედნიერი ყოფილიყავი ცხოვრების მანძილზე, ბოლო ზარზეც ხომ ასეთი ლოცვა გაგატანათ თითოეულ თქვენგანს დამრიგებლის გულმა. ვინ იცის,როგორი გეგმები გქონდა, რამდენი განუხორციელებელი ოცნება დაგრჩა, ჩემო 20 წლის უკეთილშობილესო ბიჭო.

მშვიდობით რეზი! შენმა ამ ქვეყნიდან წასვლამ, შენს მასწავლებელს სიკვდილი გაუადვილა. ოდესმე შევხვდებით და მე ისევ გეტყვი მადლობას შენთან გატარებული თითოეული წუთისთვის! უფალო დაუმკვიდრე ცათა სასუფეველი!”, – წერს ქეთევან გოგალაძე.

ასევე იხილეთ