“მესიჯი მომივიდა 400 ევრო გაიტანეთო, გავიქეცი უკან გიჟივით, მივედი ბანკომატთან, სიცარიელეა, გვერდზე ეს საყვარელი ბაბუ იდგა და… აგერაა, ბაბუ, ფულიო”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თეა ქუთათელაძე სოციალურ ქსელში წერს ამბავს, რომელიც მას ფოთში გადახდა.

„თიბისი ბანკომატთან მივედი ფოთში, წყეული აგროსესხის დასაფარად მეგობარმა თანხა რომ მასესხა ის უნდა გამომეტანა და გადამეხურდავებინა.
არ ვიცი, რა მომივიდა, სავარაუდოდ, ხელი დავაჭირე, ჯერ არ აჩვენებდა ოპერაციას, მერე კი და მოკლედ მგონია, რომ გავაუქმე, ამოვიღე ბარათი და მოვდივარ.

მესიჯი მომივიდა 50 მეტრში ვარ 400 ევრო გაიტანეთო, გავიქეცე უკან გიჟივით, მივედი ბანკომატთან, სიცარიელეა, გვერდზე ეს საყვარელი ბაბუ იდგა და ვეკითხები:

“ბაბუ, აქ ხომ არავინ იყო მოსული?”

“აგერაა ბაბუ ფული” და ამოიღო ჯიბიდან 8 ცალი 50 ევროიანი, წარმოიდგინეთ მისთვის რა ძნელი იყო ამ თანხის დაბრუნება, რომ არა საკუთარი გასაჭირი, ნამდვილად დავუტოვებდი.

მოკლედ, სულ ოქრო ადამიანი ვეძახე, დავასაჩუქრე, რითაც შემეძლო ღარიბ ფერმერ ქალს და წამოვედი.

ლიმონის გამყიდველი კეთილი და ღირსეული ბაბუ“, – წერს თეა ქუთათელაძე.

 

ასევე იხილეთ