“ახალი აწყობილი ბინა დაუტოვა, მსოფლიო მოატარა, ჩააცვა-დაახურა, ცნობადი გახადა ერთი ჩვეულებრივი კეკელკა გოგო”

დეა შაფათავა სოციალურ ქსელში ნეკა დოროყაშვილის შესახებ წერს.

ჯონი დეპის ყალბ ყოფილს რომ დაემსგავსა უკვე, თუ ატყობს?

ამ ისტორიაში თავად როგორ იქცეოდა?
ბირკინის ჩანთებს როცა არჩევდა და უნახავივით ზმანებს ეპოტინებოდა?
თავად რით დაუდგა უძლიერეს სპორტსმენს მხარში?? ტურნირებზე სიარული შოპინგი არაა, ძმაო, ტურნირის შედეგი პირდაპირ კავშირშია ფინანსებთან. კარგიც გაიხსენე, შე დალოცვილო, მარტო ცუდს რატომ ლაპარაკობ?

კი, ნიკა სადაც მტყუანია, არ ვამართლებ! არც ერთი წამით! არც ერთით!

მაგრამ: ახალი აწყობილი ბინა დაუტოვა, მსოფლიო მოატარა, ჩააცვა-დაახურა, ცნობადი გახადა ერთი ჩვეულებრივი კეკელკა გოგო.
ქალმა ოქროს პიარი აიწყო ამ “ძალადობებზე”, ხომ შეიძლება დაასრულო საუბარი?

ჩოგბურთი იმხელა დაძაბულობასთანაა დაკავშირებული, თამაშების წინ ვცდილობდი, სოფიკოსთან ზარი არ გამეშვა და სრულიად განყენებულ თემეზბე ველაპარაკებოდით ოჯახი, ვიცით, რამხელა სტრესია,
ეს კი თამაშის წინ უწყობდა ისტერიკებს და მნიშვნელოვანი ტურნირების წინ უწყობდა სტრესს.
მაგ ტურნირებით აგაშენა და გაგითქვა სახელი ამ ადამიანმა და რით ვერ დაასრულე თემა??

პირველი ვილაშქრებ მოძალადე კაცებზე, მე ვითხოვ ძალადობაზე სიკვდილით დასჯას, მაგრამ არც ისეა, როგორც ეს ქალი ხატავს.

ჭავჭავაძეზე ბინა არ ეყო, ფული არ ეყო, პლასტიკა არ ეყო.
თუ სწავლა გინდოდა, გესწავლა. ნიკამ არ დაგაფინანსა? გემუშავა. არ გვინდა რა, “არ მიშვებდა”, გეგონება დაბმული იყავი.

რა გაუმაძღრობაა, რა ოქროსი ყოფილა ზოგიერთი, რა უბედურებაა.

და ნუ დამიწყებთ აქ მორალის კითხვას, მეორე მხარესაც მოუსმინეთ და გაერკვიეთ, რა ბენეფიტები მოიხვეჭა ამ ქალმა ამ დაუსრულებელი ჩხავილით. ეს უკვე გამოძალვაა და არა ნაკლებია იმ “ძალადობაზე”, რასაც ყვება”

ასევე იხილეთ