“გადავრჩით და გამოვძვერით!!! “

თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“გადავრჩით და გამოვძვერით!!! 

უსაზღვრო და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მედიცინის “ჯადოქარს”ბატონ დავით აბულაძეს.

სწორედ მის მიერ დაჟინებით მოთხოვნილმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ და ზუსტმა დიაგნოზმა განაპირობა დედას პრობლემის აღმოჩენა,თორემ მას მხოლოდ ფილტვებზე და პლევრიტზე მკურნალობდნენ,არადა ამ ყველაფრის მიზეზი საყლაპავი მილის ჩაბლოკვა ყოფილა.ასევე,ყელის ლორწოვანი საფარის სოკო და ეროზიები.
საოცრებაა,როდესაც ადამიანი პროფესიონალების ხელში ხვდება.საოცარი შედეგი დადო ასევე,ქირურგმა ბატონმა მალხაზ კუჭაშვილმა,ვინც უშუალოდ ჩაატარა დედას საყლაპავ მილში ქირურგიული ჩარევა.არადა,გადარჩენის და მისი გადატანის ამბავი 84 წლის მწოლიარე ქალისთვის 50/50 ზე იყო.
მადლობა წმინდა მიხეილის”მიხაილოვის” საავადმყოფოს კოლექტივს,ექიმ მარიკა კვარაცხელიას,დასაწყის ეტაპზე დედასთვის ფილტვებზე სათანადოდ ყურადღებიანი და წარმატებული მკურნალობის გამო და მოგვიანებით კლინიკა “ინოვა” ს გუნდს!!
ბატონი დავითის და მალხაზის ხელმძღვანელობით…თქვენ დედიკო გადამირჩინეთ!!! 
ახლა იმაზე ვღელავ რომ ეს პროცედურა სადღაც ყოველ 6-7 თვეში უნდა ჩატარდეს,მაგრამ იმედს ვიტოვებ რომ მანამდე მოძლიერდება.
მადლობა ყველა იმ ადამიანს,ვინც მამხნვებდა და გვერდში მედგა ჩემს მძიმე წუთებშიმიყვარხართ და თქვენ მაძლიერებთ!! თანადგომა გვაძლიერებს!!”- იწერს ივერი.

ასევე იხილეთ