„ცოცხალი ლეგენდა – ელდარ შენგელაია“ – ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა ცნობილ რეჟისორთან ერთად

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილმა 23 ივლისს გრანდიოზულად ჩაიარა და მთელი საზოგადოების ყურადღებაც მიიპყრო.

საბერძნეთში საქორწილო მოგზაურობის შემდეგ, წყვილი ბათუმში ისვენებს და მიმდევრებს პერიოდულად უზიარებს ფოტოებსა და ვიდეოებს.

მოგეხსენებათ, გრანდიოზული ქორწილის შემდეგ  კახა მიქიაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ლიზა და ირაკლი რეჟისორ ელდარ შენგელაიასთან ერთად არიან და ერთგვარ “რეპეტიციას” გადიან.

ამჯერად კი, ირაკლიმ განათავსა „ინსტაგრამ“ გვერდზე ცნობილ რეჟისორთან ფოტო წარწერით – „ცოცხალი ლეგენდა – ელდარ შენგელაია“.

ერთობლივმა ფოტომ ტრადიციულად დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასებები გამოიწვია.

 

ასევე იხილეთ