„პირადში ისეთ რაღაცებს მთხოვენ.. ენით აუღწერელს, მგონი პრემიერ-მინისტრსაც კი გაუკვირდება“

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ზურა ხაჩიძემ საკუთარ ფეისბუკ-ლაივში განაცხადა, რომ მოქალაქეების მხრიდან არაერთ შეტყობინებას იღებს, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო, ყველასთვის ვერ ახერხებს პასუხის მიწერას ან დახმარებას.

„პირადში არ ვიცი, როგორ არის დაყენებული, ვინც ამაში ერკვევა უნდა ვაჩვენო,ხშირ შემთხვევაში შემოსული შეტყობინებები იყრება „ურნაში“ და ვერ ვნახულობ. ეს ლაივიც ზუსტად იმისთვის გადავწყვიტეთ, რომ გახსნილად და ღიად ვილაპარაკოთ.

ვერ გამოვაქვეყნებ, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, პირადში ისეთ რაღაცებს მთხოვენ, რომ ენით აუღწერელს, მე მგონი პრემიერ-მინისტრსაც კი გაუკვირდება ეგეთი წერილი.

რა თქმა უნდა, ვარ თანამდებობაზე, რაღაც შემიძლია, მაგრამ ყველაფრის გადაწყვეტის უნარი რიგითი გუბერნატორის მოადგილეს ნამდვილად არ შესწევს, ისეთი რაღაცები მოდის პირადში“, – თქვა ზურა ხაჩიძემ.

ასევე იხილეთ