“ამ ხ@@ლოებს ჰგონიათ, რომ წიგნში რუსეთზე კარგი რამეები წერია და გაბრწყინებული თვალებით იხდიან არცთუ მცირე საფასურს”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნუკრი კაკულია ბათუმში გამართულ წიგნების გამოფენა-გაყიდვაზე წერს და ერთ კონკრეტულ წიგნზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც რუსი ტურიეტები დიდი რაოდენობით ყიდულობენ.

“ბათუმში ვართ

წიგნების გამოფენა გაყიდვას ვაწყობთ
არტანუჯის გამოცემული ეს წიგნიც გვაქვს სადაც მოყოლილია რუსეთის იმპერიის დანაშაულებები ჩვენი ქვეყნის მიმართ
მაგრამ თუ ყურადღებით არ ხარ და მხოლოდ სათაურით არჩევ წიგნს
შეიძლება არასწორი დასკვნა გამოიტანო
Спасала-სთან დასმულ ბრჭყალებს თუ არა დააკვირდი.
მოგეხსენებათ გაგანია ტურისტული სეზონია
უამრავი რუსი დადის, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ყიდულობენ ამ წიგნს,
ამ ხ@@ლოებს ჰგონიათ, რომ წიგნში რუსეთზე კარგი რამეები წერია და გაბრწყინებული თვალებით იხდიან არც თუ მცირე საფასურს
მოკლედ მარაგი აღარ გვაქვს“, – წერს კაკულია.

ასევე იხილეთ