“ეს ბიჭი, შეიძლება ნაცია, შეიძლება მიშას მადიდებელია მაგრამ რაც ამ ვიდეოში დავინახე არის ქართველობა“

ჟურნალისტი, ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს.

„ეს ვიდეო ტვიტერზე ვნახე, არ ვიცი ვინაა ეს ბიჭი, შეიძლება ნაცია, შეიძლება მიშას მადიდებელია მაგრამ რაც ამ ვიდეოში დავინახე არის ქართველობა, ასე გვზრდიდნენ ჩვენ, ასე გვასწავლიდნენ რომ უნდა დავეხმაროთ, უნდა მივხედოთ, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და მითუმეტეს ქალს როცა ეხება, წაქცეულ დაჭრილ ქალს, ამ ბიჭს ქართულად ზრდიდნენ, ეს ბიჭი ქართველია!

ჩემი თანამემამულეა! მადლობა ქართველო!“ – წერს ნათია ბერიძე.

ასევე იხილეთ