“კვარაცხელია ფეხბურთის მეფეა, შენ საკონდიტროს კვარაცხელიაო”

ქართველი ემიგრანტი, რომელიც იტალიაში საკონდიტროში მუშაობს, იტალიელ ცოლ-ქმარსა და “ნაპოლის” ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს, რომელსაც ადგილობრივები ფეხბურთის “მეფედ” მოიხსენიებენ.
საკონდიტროში, იტალიაში ცოლ-ქმარი შემოვიდა. აიღეს, პასტები, ნაყინი და ყავაც მოვუმზადე, ტეიქავაი უნდოდათ, მაგრამ ცოტა გასინჯა ამ ქალმა ნუშის პასტა, გაგიჟდა, ამას აქ შევჭამ და წასაღებად მეორე მომეციო. კარგი-მეთქი. ინგლისურად ვესაუბრებოდით ერთმანეთს. მეც მკითხეს საიდან ხარო, მე ვუთხარი საქართველოდან-მეთქი. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. შენს საკონდიტროს კვარაცხელია ხარო. ის კვარაცხელია ფეხბურთის მეფეა, შენ საკონდიტროს კვარაცხელიაო. მიხარია, რომ კარგი ადამიანია ხვიჩა კვარაცხელია” – წერს ემგრანტი.

 

"კვარაცხელია ფეხბურთის მეფეა, შენ საკონდიტროს კვარაცხელიაო" - "კვარადონას" ეფექტი და ქართველებით გაგიჟებული იტალიელები
ასევე იხილეთ