“გავბრაზდი, ვინერვიულე და ვიხდი ბოდიშს…” – რას წერს ხვიჩა კვარაცხელიაზე ინგა გრიგოლია?

28 აგვისტოს გაიმართა “ნაპოლისა” და “ფიორენტინას” მატჩი, სადაც ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც მონაწილეობდა. „ტვ პირველის“ ფეისბუქ გვერდზე ქართველი “კვარადონას” შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა, სადაც ეწერა, რომ „ხვიჩა კვარაცხელიამ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გატანა ვეღარ შეძლო“, რასაც სოციალურ ქსელში ხალხის გაღიზიანება მოჰყვა.


აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია გამოეხმაურა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

“მე ძალიან ვგულშემატკივრობ ხვიჩა კვარაცხელიას, ძალიან.. ის, რაც ეწერა გუშინ „ტვ პირველის“ ფბ გვერდზე(სათაური) ჩემთვის ცალსახად მიუღებელია.გაბრაზებული ადამიანები მწერენ და მე მთხოვენ პასუხს. არაფერ შუაში ვარ, მაგრამ როგორც ამ ტელევიზიის თანამშრომელი, ძალიან შეწუხებული ვარ, გავბრაზდი, ვინერვიულე და ვიხდი ბოდიშს. ხვიჩას კი ვუსურვებ უდიდეს წარმატებას, რომელიც დარწმუნებული ვარ მას უამრავი ექნება მომავალშიც.
ბოდიში, ამ სტატუსის ქვეშ ტელევიზიის ლანძღვა-გინებას ნუ დამიწყებთ, უამრავმა ადამიანმა ინერვიულა ამ სათაურის გამო „პირველში“, – წერს გრიგოლია.

"გავბრაზდი, ვინერვიულე და ვიხდი ბოდიშს..." - რას წერს ხვიჩა კვარაცხელიაზე ინგა გრიგოლია?
ასევე იხილეთ