ჟურნალისტი ვახტანგ ხარჩილავა გარდაიცვალა.

ჟურნალისტი ვახტანგ ხარჩილავა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის თაობაზე მისი მეგობრები ავრცელებენ.

გვტოვებენ ნიჭიერი და მოღვაწე ადამიანები-მიდიან და რჩება სიცარიელე, რომლის ამოვსება დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ძალიან ძნელიცაა და საეჭვოც .

ვახტანგ ხარჩილავა ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწე იყო-ნიჭიერი, საკუთარი ხელწერის მქონე პოეტი და თვითნაბადი პუბლიცისტი, საკმაოდ მასშტაბური აზროვნებისა და გაქანების პიროვნება .თავმდაბალი, კოლეგიალური და მეგობრობაშიც უღალატო.

საკუთარი შემოქმედებით ბევრი რამის თქმა მოასწრო, რომელსაც დრო შემოინახავს , თუმცა, ბევრიც უთქმელი დარჩა.!

ფაქტიურად თვალისდახამხამებაში გაგვეპარა.ენერგიისგან დაცლილიც საქართველოზე ფიქრობდა,გუშინწინ საკუთარი გაზეთის ბოლო ნომერი თვითონ გადაიკითხა და მწვანე შუქი აუნთო თურმე…

თვითონაც გრძნობდა მიღმიერ სამყაროში გადასვლის მოახლოებას, მაგრამ, ყველაფერს ვაჟკაცურად იტანდა.ამბობენ, სატელეფონო ზარებს გუშინაც პასუხობდა…

ვუთანაგრძნობ ოჯახს და მის მეგობრებს-უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს!”-წერე ზაურ ნაჭყებია. 

საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს კოლეგის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებს.

ასევე იხილეთ