„წავსულვარ ბაზარში, მაგრამ მომრიდებია და ბალი არ მიყიდია, იმიტომ, რომ სასწაული ფასი აქვს”

მსახიობი ეკა ნიჟარაძე ჟურნალ „თბილისელებს“ უმხელს, თუ რატომ ანიჭებს უპირატესობას მეორადებში შეძენილ სამოსს:

„მეორადი ტანსაცმლის ფეტიში მაქვს. ფანტასტიკურ რამეებს ვყიდულობ და ბევრ თანხასაც არ ვხარჯავ, რაც ყველაზე მეტად მამშვიდებს, მერე სინდისის ქენჯნა არ მაწუხებს იმის გამო, რომ რაღაც ჩემთვის შევიძინე…

თავს დიდად არ ვუვლი, თმას არ ვიღებავ. ჯერ მაქვს ამის ფუფუნება. ცოტა ჭაღარა მაქვს, მაგრამ ხელს არ მიშლის. სახისთვის, ასე თუ ისე, ნატურალურ ზეთებს ვიყენებ – სულ ეს არის ჩემთვის თავის მოვლა.

რაში ხარჯავთ ფულს სიამოვნებით?

ამ ბოლო დროს, არაფერში (იცინის). აი, მაგალითად, კარაქს, რომელსაც აქამდე ვყიდულობდი, აღარ ვყიდულობ. ოჯახში ბევრნი ვართ და ვცდილობ, ნაკლებფასიანი შევიძინო, იმიტომ, რომ ძალიან მოიმატა ღირებულებამ. ახლა შედარებით ნაკლებფასიანს ვყიდულობ, მაგრამ არა ცუდი ხარისხისას. ჯერჯერობით მაინც ვაძლევ თავს უფლებას, მეტ-ნაკლებად ჯანსაღი საკვები შევიძინო…

წავსულვარ ბაზარში, მაგრამ მომრიდებია და ბალი არ მიყიდია, იმიტომ, რომ სასწაული ფასი აქვს და ამ დროს გვერდით დგას ადამიანი, რომელიც ნახევარ კილოგრამ ბალსაც ვერ იყიდის შვილებისთვის. იმიტომ კი არა, რომ მე მილიონერი ვარ, ჩვეულებრივად ვცხოვრობ, საშუალო შემოსავალი მაქვს, მაგრამ როცა ხედავ, რომ შენ გვერდით ადამიანს ელემენტარულის საშუალებაც არ აქვს, უხერხულობის განცდა გაქვს…“

ასევე იხილეთ