“კოჭებში დაუწყეს რახა-რუხი, იდაყვიც მიარტყეს, აფერისტობაც დააბრალეს ასპროცენტიან პენალტზე და ბოლოს, მაინც ხვიჩა დარჩა მოგებული”

ჟურნალისტი, დავით კოვზირიძე ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს:

კვარამ გაძლო. გაძლო რომელია, წამით არ შეშლია არაფერი – იომა, იყომარა, ყვითლები აწნა აქეთ-იქით, პენალტი აიკიდა და იბლატავა კიდეც. იქ ეგრე უნდა. იქ ერთი თუ შეგატყვეს, რომ სუსტი ხარ, ცოცხლად შეგჭამენ. გახსოვთ, როგორ დაიწყო თამაში? ეგრევე კოჭებში დაუწყეს რახა-რუხი, იდაყვიც მიარტყეს, აფერისტობაც დააბრალეს ასპროცენტიან პენალტზე და ბოლოს, მაინც ხვიჩა დარჩა მოგებული. არავის არაფერში დაუთმო და ზევიდან, მოუგო კიდეც. და ეს არ იყო ერთი, თუნდაც უმნიშვნელოვანესი მოგება. ეს იყო ქართველი ვარსკვლავის საბოლოო განცხადება იტალიის ჩემპიონატში – მე მოვედი და ყველანი მიფრთხილდით!”, – წერს კოვზირიძე.

ასევე იხილეთ