“ცოტა ძაან დიდი ბოდიში, მაგრამ ვერაფრით ვერ ვხვდები, რას უწუნებთ პრეზიდენტის ლუქს? მე ძალიანაც მომეწონა…“

ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის ვესტმინსტერის სააბატოში გადაღებულ ფოტოს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს და წერს.

“ცოტა ძაან დიდი ბოდიში მაგრამ ვერაფრით ვერ ვხვდები რას უწუნებთ პრეზიდენტის ლუქს? მე ძალიანაც მომეწონა მისი სამგლოვიარო ჩაცმულობა.

ნუუ… ცოტა ისეთი სახე კი ჰქონდა, ყოფილი ქმრის დაკრძალვაზე რომ იქნები (რომელსაც ბოლოს სხვა ცოლ-შვილი ყავდა და შენი ბავშვების ხათრით რომ წახვალ გასვენებაში), მაგრამ ლუქზე სრულიად ტყუილა ღლიცინებთ, ძალიან საკაიფოდ ეცვა და ძალიანაც საპატიო ადგილი ეკავა ცერემონიალზე”, – წერს დათო ლიკლიკაძე.

No description available.
ასევე იხილეთ