“როდესაც მამაკაცი ვერ უზრუნველყოფს შენს ბედნიერებას, რაც არ უნდა მიყვარდეს გული ამერევა…“

ტელეწამყვანმა სალომე გოგიაშვილმა „პრაიმ შოუს“ ეთერში ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე ისაუბრა.

„ჩემთვის აუცილებელია, რომ კაცი იყოს ხელგაშლილი. ჟმოტ კაცზე საშინელება ჩემთვის პირადად არ არის არაფერი, აი ცუდად ვხდები. გადახდის პერიოდი რომ მოდის და კაცს გული უსკდება…

მე პირადად, შესაძლოა ცუდად გაიგოს მაყურებელმა მაგრამ, უფულო კაცი მგონია, რომ ეს რაღაცა მისი პრობლემაა. არ არსებობს, თუ კაცს სურვილი გაქვს, რომ გქონდეს ფული აუცილებლად ექნება, აქ არ არის მილიონებზე საუბარი…

ფულით ყველაფერს იყიდი სამწუხაროდ, ბედნიერებასაც, მეგობრობასაც, სიყვარულსაც. 

როდესაც ხედავ, რომ მამაკაცი გყავს სახლში, რომელიც ვერაფერს ვერ აკეთებს ელემენტარულს. ვერ იხდის ბავშვის სწავლის ფულს, ვერ უზრუნველყოფს შენს ბედნიერებას, იქ გამორიცხულია რაც არ უნდა მიყვარდეს გული ამერევა, სადღაც რადგან ქალი ხდები კაცი… ფულით ყველაფერს იყიდი“, – ამბობს გოგიაშვილი.

https://primetime.ge/

ასევე იხილეთ