“რა ხდება, რამ გაგამწარათ, რატომ აჟივჟივდით ბნელეთის მოციქულებო, რას გადაგვეკიდეთ⁉️”

კულტურის პალატის ხელმძღვანელი, დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ბნელიტა, სწორდი, სმენა‼️

აი, ახლა კი კარგად მომისმინეთ‼️

რა ხდება, რატომ ააფუთფუთეთ თქვენი ბნელი აზრები, რატომ აყაყანდით, რატომ ხართ მუდამდღე ჩასაფრებული და ასე ფუჭად ეგზალტირებულ-ანგაჟირებული⁉️

დარწმუნებული ვარ, რომ უზუსტეს და უტყუარ ინფორმაციას ფლობთ, რომ დათო ოქიტაშვილი და საქართველოს კულტურის პალატა არ არის ჩართული წლევანდელი თბილისობის ღონისძიებების დაორგანიზებაში, საერთოდ არანაირ მონაწილეობას არ ვიღებთ „თბილისობა 2022“-ის არც ერთ აქტივობაში, მათ შორის არც მონაწილეების, მომღერლების თუ მსახიობების შერჩევაში, არც თბილისობის საზეიმო ლოკაციების განსაზღვრაში… აბა, რა გინდათ, რას გადაგვეკიდეთ, ან კულტურის პალატას რას ერჩით ან დათო ოქიტაშვილს⁉️


ყველამ კარგად იცის და მით უმეტეს თქვენ, ბნელიტამ, რომ გახსნილი ადამიანი ვარ, არასოდეს არაფერს ვმალავ, თითოეული ჩემი ნაბიჯის, თითოეული საქმის შესახებ საჯაროდ ვსაუბრობ და ამას რეგულარულად ვაკეთებ, რადგან დასამალი არაფერი აქვს არც დათო ოქიტაშვილს და არც საქართველოს კულტურის პალატას‼️გადახედეთ, თქვე მართლა ბნელებო, ჩემს სტატუსებს, სადმე თუ მიხსენებია, რომ წლევანდელი თბილისობის საორგანიზაციო საკითხებზე კულტურის პალატამ უნდა იზრუნოს, ან თბილისობისთვის შემსრულებლების ქასთინგები ატაროს⁉️

არა – ასეთ ინფორმაციას ვერც ჩემს სტატუსებში, ვერც სატელევიზიო თუ რადიო კომენტარებში ვერ მოიძიებთ‼️

აბა, რა ხდება, რამ გაგამწარათ, რატომ აჟივჟივდით ბნელეთის მოციქულებო, რას გადაგვეკიდეთ⁉️

საქმე ისედაც თავზე საყრელად გვაქვს კულტურის პალატას, ლამის ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაზე გვენანება დროის დაკარგვა‼️

უდღეურებო, მე კი ვიცი, რამ გაგამწარათ – იმან ხომ არა, რომ დათო ოქიტაშვილი და კულტურის პალატა არასოდეს გადადაგამს ისეთ ნაბიჯს, რომ საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვიოს⁉️

აჰა, ბნელიტა, ხომ გავარტყი მიზანში⁉️..

ვერ გაფრინდებით, ვერააააა‼️

კიდევ ერთხელ ჩაისვარეთ და გაბანძდით. ჯერ სად ხართ თქვე მანქურთებო.

თქვენ რომ არ მყავდეთ, ჩემი ცხოვრება უინტერესო იქნებოდა“, – წერს დათო ოქიტაშვილი.

No description available.

 

ასევე იხილეთ