ქართველი მომღერალი საკუთარ ცოლზე მეორედ დაქორწინდა – “სულ მინდოდა გაგვემეორებინა”

დუეტ „ლეონიის“ წევრმა ლევან წვერავამ ჟურნალ „სარკის“ კითხვას უპასუხა, რატომ გადაწყვიტა ცოლზე ხელმეორედ დაქორწინება:

„სულ მინდოდა, რაღაც ეტაპზე ქორწილი გაგვემეორებინა, ამიტომ ძალიან გამიხარდა, როდესაც მეგობარი ტელევიზიიდან წამოვიდა ეს ინიციატივა. ვიცი, ამისთვის კიდევ დიდხანს ვერ მოვიცლიდი. ასე მოვხვდით კახეთში, სადაც ჩემს მეუღლეს ხელი ვთხოვე და ქორწილიც თავიდან გავმართეთ. ამ იმერელმა კაცმა კარგი კახური ქორწილი მოვაწყვე…

10 წელი არ გყავდათ შვილი. ამ პერიოდმა თქვენს ურთიერთობაზე როგორ იმოქმედა?

რა თქმა უნდა, ამ პერიოდში ძალიან ბევრი იყო უხერხული კითხვა. შეიძლება გულწრფელად აინტერესებდათ და ელოდებოდნენ ჩვენს შვილს, მაგრამ ამ დროს ვერ ხვდებოდნენ, თავიანთი კითხვით რამხელა ტკივილს გვაყენებდნენ, მე ამისგან არც ერთხელ არ შემიქმნია პრობლემა, ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ გვეყოლებოდა შვილი. ნებისმიერ საკითხში ასეთი ვარ. მიდგომა ასეთია, რომ რაც ცხოვრებაში ხდება, ყველაფერი კანონზომიერია. სანამ ნოე დაიბადებოდა, ის 10 წელიწადი ჩემთვის და ნინისთვის დიდი გამოცდა იყო. ამ პერიოდში ყველაზე მეტად დავაფასეთ ერთმანეთის გვერდში დგომა…“

ასევე იხილეთ