“ნინო დეიდას ყურებამ დღეს გული გამიჩერა” – უცხოეთში მყოფი ქართველი ბიჭი გარდაიცვალა

ახლაგაზრდა ქართველი კაცი მოულოდნელად გარდაიცვალა. მიზეზი, სავარაუდოდ, გულია.

ირაკლი ჩუბინიძეს სოციალურ ქსელში ახლობლები ემოციურად ემშვიდობებიან. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

“ჩემო ძმაო როგორ მატკინე გული. ჩემი სვანი როგორ დაგვაკლდები ყველას ჩემო კეტილო და უბოროტო”, – წერენ სოციალურ ქსელში.


“იკო, ძალიან მენანები, შეუძლებელია იმის გადმოცემა ეხლა რასაც თოთოეული ჩვენგანი განვიცდით.. შეუძლებელია ნინო დეიდას ასეთ მდგომარეობაში ყურება რომელიც ასე გელოდება”, – ემშვიდობებიან ახლობლები ახალგაზრდა კაცს.

“ნინო დეიდას ყურებამ დღეს გულიი გამიჩერაა”

“აბა რა იქნება შვილო გული მეწვის რა საშინელება ტრიალებს მის გულში ღმერთო ნურცერთ დედას ნუ მოასწრებ ამ უბედურებას”

“რა მწარე ხარ იკა როგორ უნდა გავძლოთ უშენოდ”, – წერსნ პოსტების კომენტარებში გარდაცვლილის ახლობლები და მეგობრები.

ასევე იხილეთ