“როცა ქალი ღალატის შესახებ იგებს, თუ თავმოყვარე ადამიანია, აუცილებლად მიდის…”

ტელეწამყვანი, კესარია აბრამიძე ღალატის შესახებ საუბრობს.

“ღალატობდა მეგობარს ქმარი, გავიგე, ავდექი და თვითონ ქმარს ვუთხარი. თან, ვუთხარი ისე, რომ ცოლზე უარეს დღეში მე ჩავაგდე. შენს ცოლს არ ვეუბნები, ოჯახს არ დაგინგრევ, მაგრამ გამოფხიზლდი-მეთქი. ისე დაველაპარაკე, რომ მიხვდა, თუ ასე გააგრძელებდა, ცუდ შედეგამდე მივიდოდა. მიხვდა, რომ რაღაცები უნდა შეეცვალა. თვითონ მეგობარს რომ უთხრა, ხშირ შემთხვევაში არ დაიჯერებენ და შენ გამოხვალ ცუდი.

ბევრმა ქალმა იცის, რომ ქმარი ღალატობს და ბავშვებისა და ოჯახის გამო თვალს ხუჭავენ. ამიტომ, ჩავთვალე, რომ ასე უფრო მოგვარდებოდა ეს პრობლემა. თუმცა, წლები გავიდა და აღმოჩნდა, რომ ეს კაცი ისევ ღალატობდა. საბოლოო ჯამში, მაინც დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ იმ მომენტში რაღაცნაირად გამოვაფხიზლე ეს ტიპი. მერე ღალატის სხვა ვარიანტები გაიგო ამ გოგომ, დაშორდნენ, შერიგდნენ, მერე ისევ დაშორდნენ. ზოგადად, ღალატის თემა ძალიან რთულია. მე ვფიქრობ, როცა ქალი ღალატის შესახებ იგებს, თუ თავმოყვარე ადამიანია, თუ საკუთარ თავს პატივს სცემს, აუცილებლად მიდის. ჯობს, დროულად დაასრულო ურთიერთობა და კარგ მეგობრებად დარჩეთ. ჩემი დაქალის შემთხვევაშიც ასეა, დღეს ის და მისი ყოფილი ქმარი კარგი მეგობრები არიან“, – თქვა აბრამიძემ „თბილისელებთან“.

ასევე იხილეთ