„ერთი კვირის განმავლობაში 17 კილოგრამი დავიკელი, გადაადგილება მიჭირდა, ამას ვერც აღვწერ”

ნინო ზაუტაშვილმა საკუთარი ცხოვრების შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის პრობლემის გამო ერთ კვირაში 17 კილოგრამი დაიკლო:

„სისუსტე, წონის კლება, ტრემორი, ოფლიანობა, საშინელი აღგზნებადობა და ნერვული გამოხატულებები – ტირილი, ყველაფერზე გაღიზიანება. ერთი კვირის განმავლობაში 17 კილოგრამი დავიკელი. ისეთი ტაქიკარდია მქონდა, თავს ვერ ვდებდი. ყველაფერს სუნთქვის პრობლემებიც ერთვოდა, მაგრამ როგორც კი საჭირო პრეპარატების სწორი დოზით მიღება დავიწყე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერმა უკან დაიხია და მალე გამოჯანმრთელებისკენ წავედი. ძალიან უნდა მიენდო ექიმს და მკურნალობის პროცესში

 

ხელი არ შეუშალო… გადაადგილება მიჭირდა, ამას ვერც აღვწერ, ძალიან მძიმე რამეა. თითქოს ჩემი ძვლები ბამბასავით იყო…“- ამბობს ნინო ზაუტაშვილი.

ასევე იხილეთ