“უკრაინელებთან ერთად ვგლოვობ. მინდა ყველა მათგანს ვუთხრა, თქვენ გვერდით ვარ, გაუმარჯოს უკრაინას”

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი, მილა იო­ვო­ვი­ჩი ბოლო დღე­ებ­ში უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ამ თე­მა­ზე “ინ­სტაგ­რამ­ზე“ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

მილა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ კი­ევ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი, წერს, რომ “ერთ დროს მშვი­დო­ბი­ა­ნი და წყნა­რი ქა­ლა­ქი კი­ე­ვი, ახლა გარ­დაც­ვლი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ცხედ­რე­ბი­თაა მო­ფე­ნი­ლი.

ვერც კი წარ­მო­მიდ­გე­ნია ის მწუ­ხა­რე­ბა, რა­საც ახლა ჩემი ხალ­ხი გა­ნიც­დის“,- წერს მსა­ხი­ო­ბი.
მსა­ხი­ო­ბი აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი ნატ­ვრაა, ადა­მი­ა­ნებ­მა ერ­თმა­ნეთს მშვი­დად ცხოვ­რე­ბა აცა­დონ.

“მსოფ­ლი­ო­ში იმ­დე­ნი სი­ძულ­ვი­ლის და რეპ­რე­სი­ის შემ­თხვე­ვაა, ვნატ­რობ, ადა­მი­ა­ნებ­მა ერ­თმა­ნეთს მშვი­დად ცხოვ­რე­ბა აცა­დონ. ჩემს სამ­შობ­ლოს დღეს გვერ­დით დგო­მა სჭირ­დე­ბა. უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხთან ერ­თად ვგლო­ვობ. მინ­და ყვე­ლა მათ­განს ვუ­თხრა, რომ მათ გვერ­დით ვარ. გა­უ­მარ­ჯოს უკ­რა­ი­ნას”, – წერს მსა­ხი­ო­ბი.

ასევე იხილეთ