ილონ მასკმა დამწვარი თმის სურნელით სუნამო გამოუშვა

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა დამატებითი ფულის შოვნა მორიგი უცნაური პროდუქტით სცადა. ილონ მასკმა სუნამო გამოუშვა სახელწოდებით “დამწვარი თმა”. მისი თქმით, უკვე გაყიდულია 10 000 ფლაკონი და მხოლოდ რამდენიმე საათში უკვე მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა.

“ისეთი სახელით, როგორიც მე მაქვს, სუნამოების ბიზნესში შესვლა გარდაუვალი იყო – ან ამდენ ხანს რატომ ვუძალიანდებოდი ამას?”- წერს ილონ მასკი “ტვიტერზე”, სადაც ის საკუთარ თავს ამჯერად უკვე სუნამოების გამყიდვლად მოიხსენიებს.

დასახელებიდანაც ცხადია, რომ პარფიუმერულ პროდუქტს დამწვარი თმის სუნი აქვს. ის  The Boring Company-ის საიტზე 100 დოლარად იყიდება, უცნობი მოცულობის ფლაკონებში. “საზიზღარი სურვილის არსი” – ასეთია პროდუქტის აღწერა გაყიდვების საიტზე. პროდუქციის მიწოდება 2023 წლის პირველ კვარტალში უნდა დაიწყოს.

მასკის სხვა უცნაური პროდუქტების მსგავსად, დამწვარი თმა საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა.

ასევე იხილეთ