„ადამიანმა შთამომავლობა უნდა დატოვოს. მოდი, უხეშად ვთქვათ – მეტი რა შეგვიძლია?!“

ცნობილი სპორტსმენი რამაზ ნოზაძე პასუხობს „თბილისელების“ შეკითხვას, რა არის ცხოვრების მიზანი:

„ადამიანმა შთამომავლობა უნდა დატოვოს. თითოეული ადამიანის მიზანია, შვილი შვას, გამრავლდეს, გააბევროს კაცობრიობა. მოდი, უხეშად ვთქვათ – მეტი რა შეგვიძლია?! ხალხმა მილიონები იშოვა, ჩვენც რომ ვიშოვოთ, მერე რა ?! მოვკვდებით და მილიონები ჰაერში დარჩება. მხოლოდ შთამომავლობას დავტოვებთ, ეს არის ჩვენი გამოძახილი, თორემ თუ გინდა, ქვეყნის მეფე გახდე, მოკვდები და წახვალ, მთავარია, რომ გამრავლდე. სახელმწიფოს კი ვეტყოდი, რომ დაეხმარეთ ოჯახებს, დღეს ადამიანებს ეშინიათ შვილის გაჩენის, რადგან მისი გაზრდა ძალიან რთულია. ღმერთის წყალობით, ოთხი შვილი მყავს, ჩემზე მეტიც ჰყავთ და ყველას ვენაცვალე. ღმერთმა ყველას ჯანმრთელი შთამომავლობა გაუზარდოს. ადამიანისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“.

ასევე იხილეთ