“შემეშვით ამ შუახნის ქალს თავის შეხსენებით ყოველ ცისმარე დღეს”

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში მიმართვას არცელებს, რომელშიც აფთიაქებზე წერს:

“რომ ამიკელით ყველა აფთიაქმა დილიდან მოლოცვებით, გლუკოზა მაინც მაჩუქეთ (აბები), ან შემეშვით ამ შეუახნის ქალს თავის შეხსენებით ყოველ ცისმარე დღეს. ასე მოწკურული მზერით გიმზერთ.

ვინ არ უნდა მიულოცოს შუახნის ქალს – აფთიაქმა! პლასტიკური ქირურგიის ცენტრმა! ტრენაჟორების დარბაზმა.

მადლობთ.

უნდა მიულოცონ: საფუნთუშეებმა, შოკოლატერიებმა, სანერგეებმა, ყავის სახლებმა და ღვინის ქარხნებმა, პაპიროსის დისტრიბუტორებმაც, კი ბატონო“,- წერს ფანჯიკიძე.

ასევე იხილეთ