“ქუჩაში გაჭყლეტილი უცხო ბავშვი ფაქტიურად უსისხლოდ შეიყვანეს საოპერაციოში ისე რომ სახელიც არ იცოდნენ მისი”

შარტავას ქუჩაზე დაშავებული დათის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ექიმი და ზოგადად ადამიანი თუ არის გულისხმიერი ის არჩევითად არ ამჟღავნებს ამ თვისებას. ან ხარ გულისხმიერი ან არ ხარ. ასე რომ მე დარწმუნებული ვარ, როგორც ჩემ შვილზე დაიხარჯა ეს არაჩვეულებრივი ექიმების გუნდი, ზუსტად იგივენაირად დაიხარჯებოდა სხვა ნებისმიერ პაციენტთან. დათიკოს არც არავინ იცნობდა და არც არავის შვილი იყო…. ქუჩაში გაჭყლეტილი უცხო ბავშვი ფაქტიურად უსისხლოდ შეიყვანეს საოპერაციოში ისე რომ სახელიც არ იცოდნენ მისი და ცხრა საათი სასწაულები აკეთეს რომ ბავშვი არ დაეკარგათ. როგორ დავიჯერო რომ ეს ექიმები სხვა პაციენტებს გულგრილად ექცევიან.მთელი ცხოვრება თქვენი მადლიერი ვიქნებიMakuna Tevzadze მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო • M. Iashvili Children’s Central Hospital ყველაზე მძიმე პაციენტები შეყავთ ყოველთვის ამ კლინიკაში,შესაბამისად ლეტალობის მაჩვენებელიც ყველაზე მაღალი პროცენტულად აქ იქნება.კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა…დავაფასოთ საკუთარი ქვეყნის პროფესიონალები,არაფრით ჩამოუვარდებით არც ევროპის და არც ისრაელის ექიმებს,პირიქითაც კი შემიძლია ვთქვა. აქ რომ ის პირობები და ხარისხიანი მედიკამენტები გვქონდეს ალბათ ერთერთი მოწინავე ქვეყანა ვიქნებოდით ამ კუთხით.”-წერს ქრისტი მამუკაშვილი.

ასევე იხილეთ