“დაუტვირთია თავისი ტაქსი ნობათით და მომადგა ხურვალეთში”

სოციალურ ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, მოქალაქე ტარიელ სულაშვილის შესახებ წერს, რომელმაც ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლი ნობათით მოამარაგა.

„ეს ბიჭი ქარელიდანაა 4 შვილის მამა ტარიელ სულაშვილი. (ტაქსის მძღოლი) გუშინ მგზავრი მოიყვანა ჩვენთან, ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლში, და ერთი ეს კი თქვა, არ ვიცოდი ამ თავშესაფრის არსებობის შესახებო. დღეს კი დაუტვირთია თავისი ტაქსი ნობათით და მომადგა ხურვალეთში. უფალო უმრავლე საქართველოს ასეთი კეთილი და გულალალი ადამიანები.

მადლობა ტარიელ სულაშვილს ხურვალეთის ხანდაზმულების სახელით“, – წერს სოციალური ქსელის მომხარებელი.
No description available.

ასევე იხილეთ