“ოპოზიციას მაინც ნუ გავაგებინებთ, ისედაც მძიმე დღე აქვთ”

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის სტუმრობას ქუთაისის უნივერსიტეტში, რომლის მშენებლობის პირველი ეტაპიც დასრულდა.

“ციკლიდან რას “გვიშვება” ეს ბიძინა ივანიშვილი იხარეთ იხარეთ, კიდევ ერთხელ საქართველოსთვის. ისევ ბიძინა ივანიშვილი, კიდევ ერთი ქართული საქმე
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს!

2020 წლიდან ქართველი და უცხოელი სტუდენტები ინოვაციურ საგანმანათლებლო პროგრამებს ულტრათანამედროვე უმაღლესი სტანდარტის უნივერსიტეტში შეისწავლიან!

აკადემიური კორპუსები, სტუდენტური საცხოვრებლები, პერსონალის & ვიზიტორთა საცხოვრებლები,  ბიბლიოთეკა, კაფეტერია, კამპუსის შიდა ტრანსპორტი, სასპორტო ინფრასტრუქტურა, ველობილიკები

P.S-  ოპოზიციას მაინც ნუ გავაგებინებთ, ისედაც მძიმე დღე აქვს”– წერს დავით ოქიტაშვილი.

ასევე იხილეთ