“როგორც ვატყობ, ისეთი სუფთა ენები და სულები გაქვთ, რომ ჯოჯოხეთში მარტო მე და თამრიკო მოვხვდებით”

მომღერალი, მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ მსახიობ, თამარ მაყაშვილის ბოდიში საზოგადოებამ უნდა მიიღოს.

ხულელი ბავშვებიც მიყვარს ბეშუმელიც ადიგენელიც და აფრიკელიც მაგრამ
ვისაც ვინმეზე არ დაგიცინიათ გამობრძანდით და პირველი ქვა თქვენ ესეოლეთ თამარ მაყაშვილს

ამდენი წელია არ იცნობთ ამ ქალს? არ იცით რომ რაც თავში მოსდის ეგრევე ლაპარაკობს ხუმრობს ? და არ იცით რომ ბოროტი და ცინიკოსი ქალი არ არის? თან ათასი ბოდიში მოიხადა ქალმა. !!! ასეთი ანგელოზები საიდან დაიბადეთ?? როგორც ვატყობ ისეთი სუფთა ენები და სულები გაქვს რომ ჯოჯოხეთში მარტო მე და თამრიკო მოვხვდებით !!!
ოხ რა დამპალი ხალხი ვართ!!!
აქ არ შემომიხტეთ ეხლა ეს ნეო ქართველები თორე ზრდილობის არსებობას დავივიწყებ”, – წერს მაია კაჭკაჭიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ ერთ-ერთი სტუმარი მსახიობი თამარ მაყაშვილი იყო, რომელმაც მან პირდაპირ ეთერში ასეთი ფრაზა წარმოთქვა: „გავიხედე და კატოს აცვია ხულელი ბავშვით, ეს საშინელი, ბეშუმური კაბა”.

მოგვიანებით, მსახიობმა ნათქვამის გამო ბოდიში მოიხადა. დღეს ცნობილი გახდა ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მაყაშვილი მის მიერ გამოთქმულის გამო, სპექტაკლიდან ჩახსნეს.

ასევე იხილეთ